დღის ახალი ამბები

"ლგბტ თემის ქორწინების წინააღმდეგი ვარ, შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდონ"

"ლგბტ თემის ქორწინების წინააღმდეგი ვარ, შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდონ"
8-06-2020, 10:38
---

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ უფლებები ირღვევა, თუმცა მიიჩნევს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები  არ უნდა შელახოს.

ასე უპასუხა ხაზარაძე “ტვ პირველის” კითხვას რას ფიქრობდა უმცირესობითვის ქორწინების დაკანონებასა და მათთვის შვილის აყვანის უფლების მიცემაზე. ხაზარაძე პასუხობს რომ ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია რომ ბავშვი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.
“ვფიქრობ, კონსტიტუციაში ეს ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი ამას გადახედვა არ სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ესე ვთქვათ რაღაცა… ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსიტიტუციაში ეს კარგად წერია და ამას უნდა გვაყვეთ. [ქორწინების] წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ რომ შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს,”
-აცხადებს ხაზარაძე.

წყარო: netgazeti.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 943-ჯერ
კომენტარები
რეკლამა