დღის ახალი ამბები

19 წლის ბიჭის ბურუსითმოცული გარდაცვალების მიჩქმალვას ცდილობენ? -"დამირეკეს და მითხრეს, რომ ფეხბურთელის საქმის გამოძიება არ მომეთხოვა"

19 წლის ბიჭის ბურუსითმოცული გარდაცვალების მიჩქმალვას ცდილობენ? -"დამირეკეს და მითხრეს, რომ ფეხბურთელის საქმის გამოძიება არ მომეთხოვა"
25-06-2020, 09:56
---

სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი, მიშა  კაჭკაჭიშვილი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 19 წლის გიორგი  შაქარაშვილის ბურუსითმოცული მკვლელობის საქმე დაკითხვას ითხოვს.როგორც კაჭკაჭიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე მას დაურეკეს და  ურჩიეს ფეხბურთელის საქმის გამოძიება არ მომეთხოვა. 

  კაჭკაჭიშვილი ზარის ავტორს ამ ეტაპზე არ ასახელებს. მან არც უარყო და არც დაადასტურა  ინფორმაცია, იყო თუ არა ზარის ავტორი ძალოვანი ან მათთან კავშირში მყოფი  პირი. 

"მითხრა, რომ შეცდომაში ვიყავი შეყვანილი, ბევრი ისეთი ნიუანსი მითხრა,  რაზეც გამოძიება თუ დაინტერესდება იქ ვიტყვი"- უთხრა "ნიუპოსტს"  კაჭკაჭიშვილმა. 
მისი თქმით, ადამიანი, ვინც დაურეკა "უცხო არ იყო და მას სავარაუდოდ დაარეკინეს". 
"აქვს თუ არა ამ ადამიანს საგამოძიებო ორგანოსთან პირადი კონტაქტი ამას ვერ  გეტყვით... არც დავადასტურებ და არც გამოვრიცხავ. საუბრის ერთადერთი პათოსი იყო, რომ მე შეცდომაში შემიყვანა მედიამ. კიდევ იყო დეტალები, რასაც  საგამოძიებო უწყებაში ვიტყვი"- განაცხადა "ნიუპოსტთან" სამოქალაქო  აქტივისტმა.

"ნიუპოსტი" ასევე გთავაზობთ მიხეილ კაჭკაჭიშვილის სოციალურ ქსელშუი განთავსებულ სტატუსსაც: 
  ,,ცოტა ხნის წინ ჩემს ნომერზე განხორციელდა სატელეფონო ზარი და მე არც მორალური  და არც მოქალაქეობრივი ვალდებულება არ მაძლევს იმის უფლებას, არ გავხადო ეს საჯარო. 2 საათის წინ დაწერილი პოსტის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელი ბიჭის,  გიორგი შაქარაშვილის, ჯერ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ეხებოდა,  დაახლოებით 40-45 წუთში როგორც აღვნიშნე, შემოვიდა სატელეფონო ზარი.  მიხსნიდნენ, რომ მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და მედიის მხრიდან მე  შეცდომაში ვარ შეყვანილი და მთხოვდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის  საფუძველზე არ მომეთხოვა საქმის გამოძიება.
  გვარსა და სახელს არ  დავასახელებ, არც ნომერს და ახლავე მზად ვარ, საგამოძიებო უწყებები თუ  დამიბარებენ, მივაწოდო ინფორმაცია ამის თაობაზე. კარგად მესმის ამ ზარის  შინაარსი და კონტექსტი, რადგან ეს არის საქმის მიჩქმალვის უსუსური მცდელობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ  საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამ წუთიდან  მზად ვარ, სადაც დამიბარებენ საგამოძიებო უწყებები, მივიდე და ყველა  შეკითხვას გავცე პასუხი, ამ სატელოფონო საუბართან დაკავშირებით”, – დაწერა  მიშა კაჭკაჭიშვილმა.
  სტუტუსში კი, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც დაურეკეს, წერდა:
  ,, უკვე 7 დღე გავიდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი გაუჩინარდა და მესამე  დღეა, რაც მისი ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამოყენებული  იყო რკინის ბლაგვი საგანი, დამტკიცებულია, რომ თბილისიდან ჩასულები იყვნენ 2 ავტომობილით მორაგბეები კონფლიქტის ვითომდა მოსაგვარებლად და ამ ყველაფრის შემდეგ დაკავებული არავინაა.
  არასრულწლოვანი იქ მყოფი პირებიდან,  როგორც ცნობილია, არავინ იყო და გამოძიება სავარაუდოდ ხელს აფარებს ან ვერ  ვხვდები მიზეზს, რატომ არ არიან ამ დრომდე დაკავებული ეჭვმიტანილი პირები,  თუ საერთოდ ეჭვმიტანილები არსებობენ ამ საქმის ირგვლივ.
  ხორავას  საქმის მყისიერმა არგამოძიებამ ფაქტების და მტკიცებულებების გაქრობა  გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი  მუშაობს მტკიცებულებების გაქრობის სასარგებლოდ ან მიზანმიმართულად, ან  უცოდინრობით.
  დაბოლოს, ან თავიდან ბოლომდე მოხდება ამ საქმის  ობიექტურად, სწრაფად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ან ხელისუფლებამ  უნდა თქვას, რომ მას არ გააჩნია უნარი მსგავსი საქმეების გამოძიების და  წავიდეს სახლში.
  ამ საქმის გამოძიებას მთელი საზოგადოება ველოდებით და არავინ იფიქროს, ვინმე რამეს გაატარებს. ჩვენ მსგავსი ფილმები ნანახი  გვაქვს და კვლავ არ ვაპირებთ იგივეს ნახვას. როგორც ბატონ გახარიას უყვარს, წერტილი!”.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 4 292-ჯერ
კომენტარები
რეკლამა