დღის ახალი ამბები

ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი მიშო იაკობიძე?

ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი მიშო იაკობიძე?
8-08-2020, 10:14
---

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა ფიგურანტმა, მიშო იაკობიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა.
მიშო იაკობიძე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ბაჩალიაშვილის „შეყვარებულმა“ ბაჩანა ლობჟანიძემ მისი სახელი და გვარი გააჟღერა.
როგორც მიშო იაკობიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ნამდვილად ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს სოფელ გოლთეთსა და ხაიშის მიდმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა მისისვე თქმით საეჭვო ვერაფერი იპოვა.

„ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე და იმავე დღეს დავბრუნდი უკან.
მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო.
ბაჩანაც ასევე იყო ჩემი უნივერსიტეტელი, 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება“- ამბობს მიშო იაკობიძე.
ინფორმაციითვის, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გავიდა და 5 დღის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 196-ჯერ
კომენტარები
რეკლამა