დღის ახალი ამბები

„საქართველო, ლამაზო!…“ – გიორგი ანწუხელის შვილის ემოციური შესრულება

„საქართველო, ლამაზო!…“ – გიორგი ანწუხელის შვილის ემოციური შესრულება
8-08-2020, 10:36
---

მუსიკოსმა თამრიკო ჭოხონელიძემ მაყურებელს საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქალიშვილი, ანა ანწუხელიძე გააცნო, რომელმაც სიმღერა ,,საქართველო ლამაზო” საოცრად შეასრულა.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.
 
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 12 წლის წინ, 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
 
ცხინვალიდან ათი ქართველი გადმოასვენეს. ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის წამებით მოკლეს.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 6 913-ჯერ
კომენტარები
რეკლამა