დღის ახალი ამბები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
3-09-2020, 14:15
---

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, დაკავებულმა, ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ბრალდებული 2020 წლის 15 ივლისს, ერთერთ მედიასაშუალებას დაუკავშირდა და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი, თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებული დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 581-ჯერ
კომენტარები
რეკლამა