დღის ახალი ამბები

"თამარმა ატვირთა ვიდეო, რომელიც მიზეზი გახდა..." - რას ყვება ბაჩალიაშვილის მეგობარი

"თამარმა ატვირთა ვიდეო, რომელიც მიზეზი გახდა..." - რას ყვება ბაჩალიაშვილის მეგობარი
3-09-2020, 22:22
---

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე  "რუსთავი 2-თან" საუბრისას იხსენებს, რომ თამარი დეპრესიული პიროვნება იყო  და  ცუდად ყოფნის დროს ვიდეომიმართვებს წერდა.  ერთ-ერთი ასეთი ვიდეო კი,  თამარის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ გეჯაძეს უკავშირდებოდა. 

"თამარი გულჩათხრობილი ადამიანი იყო. დეპრესიულიც იყო, ზოგჯერ, როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს.

2018 წელს მან “იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, სადაც  ცალმხრივ სიყვარულზე საუბრობდა, რაც ნახა მისმა იმ დროინდელმა შეყვარებულმა და თამარის ურთიერთობა მასთან დასრულდა. თამარი ფიქრობდა, რომ მისი  უფროსის მიმართ არსებული გრძნობები არ მოდიოდა მის მუშაობასთან  შესაბამისობაში და ამიტომ უნდოდა წამოსვლა," - განაცხადა დეა კაპანაძემ  "რუსთავი 2-თან".

წყარო: newposts.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 252-ჯერ
კომენტარები
რეკლამა