დღის ახალი ამბები

პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
4-09-2020, 15:59
---

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების  შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი ადგილიდან იუწყება.

მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
წინასწარი ინფორმაციით, ხელოსნებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

წყარო: 1tv.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 551-ჯერ
კომენტარები
რეკლამა