დღის ახალი ამბები

“მიშა, შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, დადეს კორონას ახალი რეკორდი”

“მიშა, შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, დადეს კორონას ახალი რეკორდი”
8-09-2020, 13:13
---

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვაკვირდები მსჯელობებს თემაზე, მიშა და პრემიერობის კანდიდატი.
ჰოლა, ჩვენ აქ ვართ…
ადამიანები, რომლებიც ამდენი წელია ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ მიშას ფაქტორის გამო ვაძლევთ ხმას.
მიუხედავად ჩემი პატივისცემისა პარტიის კონკრეტული წევრების მიმართ. ამდენი წელია, ზუსტად ჩემნაირების ხარჯზეა ეს პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა.
წავიკითხე, მიშამ ისევ მხოლოდ მის ერთგულ ამომრჩეველს მიმართაო… სხვებმა დაასრულეს გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მუშაობა? და შედეგი?
ადამიანების რიცხვი, რომლებმაც არ იციან ხმა ვის მისცენ, რატომ იზრდება? და ნაცებს, ზუსტად მიშას ხარჯზე ჰყავს ამომრჩეველი რომელიც ცემის, დაშინების, დამცირების მიუხედავად ამდენი წელია არსად მიდის.
მოკლედ, ჩვენც შეგვიმჩნიეთ ასეთი დისკუსიების დროს და იმაზეც დაფიქრდით, ექნება თუ არა ოპოზიციას საერთოდ კოალიციის შანსი, თუ ნაცები არ იტყვიან რომ მათი პრემიერობის კანდიდატი, ზუსტად რომ მიშა იქნება.
მიშა, შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა ჩამოსვლა რომ დაანონსე, დადეს კორონას ახალი რეკორდი.”скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 596-ჯერ
კომენტარები
რეკლამა