დღის ახალი ამბები

გირჩი ქორწილებში სიარულს იწყებს?! - ზურაბ ჯაფარიძე გამოსავალს გვთავაზობს

გირჩი ქორწილებში სიარულს იწყებს?! - ზურაბ ჯაფარიძე გამოსავალს გვთავაზობს
11-09-2020, 10:44
---

საკოორდინაციო საბჭომ კოვიდინფიცირების ზრდის გამო კვლავ აკძალა ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. შესაბამისად, უეცარი გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ იპოვა გამოსავალი თუ როგორ უნდა გადაიხადოთ ქორწილი ისე რომ ზარალი არ მოგადგეთ და გადაიხადოთ სასურველი ქორწილი.

რეგულაციების თანახმად აკრძალულია მხოლოდ ქორწილი და ქელეხი, თუმცა დასაშვებია პარტიული ყრილობები. შესაბამისად პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, გთავაზობთ ასეთი ტიპის ღონისძიებაში მოუსმინოთ მუკისას გაერთოთ და ქორწილიც გადაიხადოთ. 
„გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა.“- წერია „გირჩის“ ოპიციალურ განცხადებაში.
cyc.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 2 710-ჯერ
კომენტარები
რეკლამა