დღის ახალი ამბები

"დახიეთ ბიბლია, ჩამოიხსენით ჯვარი, მაინც არაფერში გარგიათ "

"დახიეთ ბიბლია, ჩამოიხსენით ჯვარი, მაინც არაფერში გარგიათ "
11-09-2020, 12:32
---

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის პანდემიის შესახებ წერს.

„მეტწილად იმათ დაემართათ დასუსტებული, მუტირებული, ძლივს მოლასლასე სეზონური გრიპი კოვიდი, ვისაც პირბადე სულ ეკეთა…
მდა, საინტერესო ამბებია.

სპორტი თქვენ არ გინდათ, სუფთა ჰაერი თქვენ არ გინდათ, ოპტიმიზმზე უარს ამბობთ, ადამიანის ორგანიზმში კი მილიონობით ჩაბუდებული პარაზიტია, რომელიც თქვენს წვინტლიან „მოუდს“ გულისყურით ელის.

თქვენით დატოვეთ ჩემი სამეგობრო, ვინც კოვიდზე წუწუნებთ, ჩემს გვერდზე მხოლოდ პოზიტიური ხალხის ადგილია!
სასოწარკვეთილება - ყველაზე დიდი ცოდვაა…

დახიეთ ბიბლია, ჩამოიხსენით ჯვარი, მაინც არაფერში გარგიათ…“- წერს მოროშკინა.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 3 019-ჯერ
კომენტარები
რეკლამა