დღის ახალი ამბები

სრული კარანტინი 18 სექტემბრიდან!!!

სრული კარანტინი 18 სექტემბრიდან!!!
14-09-2020, 12:30
---

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 სექტემბრიდან ქვეყანაში  კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  სრული კარანტინი გამოცხადდება. საგანგებო რეჟიმი პირველ ეტაპზე 3 კვირის  განმავლობაში იმოქმედებს.  

სავარაუდოდ, სრული კარანტინის  შემოღება ებრაული დღესასწაულების დაწყებას უკავშირდება. ინფექციის  უკონტროლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებს შეეზღუდებათ  გადაადგილება, დაიკეტება საგანმანათლებლო დაწესებულებები, რესტორნები,  კაფეები. სავარაუდოდ, ბიზნეს სექტორი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 3 872-ჯერ
კომენტარები
რეკლამა