sitename
» "ზურაბ გურულმა და ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ..." - რას წერს მარინა ეზუგბაია "ფეისბუქზე"
Предложить новость
"ზურაბ გურულმა და ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ..." - რას წერს მარინა ეზუგბაია "ფეისბუქზე"



თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა კვე­სი­ტა­ძე "გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ეწე­ვი­ან" ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რის გა­მოც ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დონ.

ამის შე­სა­ხებ ეზუგ­ბა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"ბ-ნმა ზუ­რაბ გუ­რულ­მა და ქ-ნმა ეკა კვე­სი­ტა­ძემ ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დონ. ფე­ის­ბუქ­ზე და "TV მთა­ვა­რის" გა­და­ცე­მებ­ში გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ეწე­ვი­ან COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლის და ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რის­თვი­საც იყე­ნე­ბენ, რო­გორც არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­ურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, ისე ფაქ­ტობ­რივ ტყუ­ი­ლებს. ასე მა­გა­ლი­თად, ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბ-ნ ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს ჰქონ­და COVID-19-ის უსიმპტო­მო ფორ­მა და ამის მი­უ­ხე­და­ვად იღებ­და მე­დი­კა­მენტ პლაქ­ვე­ნილს და ისიც არა კლი­ნი­კა­ში, არა­მედ კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნი­სას.

ა.წ. 30 აპ­რილს, ხუთ­შა­ბათს „TV პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა „რე­აქ­ცი­ა­ში“ (ქ-ნ ინგა გრი­გო­ლი­ას­თან სტუმ­რო­ბი­სას) ბ-ნ ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძემ ცალ­სა­ხად და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტა, რომ მას ჰქონ­და ხვე­ლა, პნევ­მო­ნია, რის გა­მოც 26 (ოც­და­ექ­ვსი) დღე გა­ა­ტა­რა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის კლი­ნი­კა­ში (და არა კა­რან­ტინ­ში) და კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნი­სას 10 დღის მან­ძილ­ზე იღებ­და მე­დი­კა­მენტ პლაქ­ვე­ნილს, რა დრო­საც არ შე­უ­ნიშ­ნავს არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში მო­ეხ­სნა ხვე­ლა და მისი და­ა­ვა­დე­ბა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თა ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე.

ბ-ნი გუ­რუ­ლის და ქ-ნი კვე­სი­ტა­ძის 100%-იან ტყუ­ილ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის უწყი­ნა­რი, ვი­ნა­ი­დან შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბით და აგ­რეთ­ვე მკურ­ნა­ლო­ბის COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლი­სა და ჩვე­ნი ცენ­ტრის რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ლახ­ვა. მე ვი­თხოვ ბ-ნ გუ­რუ­ლი­სა და ქ-ნ კვე­სი­ტა­ძი­სა­გან უმოკ­ლეს დრო­ში თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბას და ბო­დი­შის მოხ­დას ჩვე­ნი ცენ­ტრი­სა და ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე" - წერს ეზუგ­ბა­ია.

სტატიის წყაროскачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...



запостил(а)
giffer
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
"ცოლს ყო­ველ­თვის აღ­მერ­თებ­და, მაგრამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი” – ეკა ყურშიტაშვილი დავით ცინარიძეზე
"ცოლს ყო­ველ­თვის აღ­მერ­თებ­და, მაგრამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი” – ეკა ყურშიტაშვილი დავით ცინარიძეზე
რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც "მარშრუტკების" მოძრაობა აიკრძალა - "აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ?"
რა მდგომარეობაა ავტობუსებში მას შემდეგ, რაც "მარშრუტკების" მოძრაობა აიკრძალა - "აქ ერთმეტრიანი დისტანცია როგორ დავიცვათ?"
"ნუ გეშინიათ, ეს ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფლიოს უძლიერესი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან!" - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
"ნუ გეშინიათ, ეს ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფლიოს უძლიერესი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან!" - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
"ვხედავ ქართველი ოლიგარქი თვითონვე დაერევა..." - ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება
"ვხედავ ქართველი ოლიგარქი თვითონვე დაერევა..." - ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება
დღეს, 29 თებერვალს ქალს შეუძლია მამაკაცს ხელი სთხოვოს, კაცს კი ამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს
დღეს, 29 თებერვალს ქალს შეუძლია მამაკაცს ხელი სთხოვოს, კაცს კი ამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს
А что там на главной? )))
Прокомментировать
კოდის განახლება
კომენტარები (0)