sitename
» "მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - "კაწროს" მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე
Предложить новость
"მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - "კაწროს" მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე



"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში კვა­ლი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლამ­დე, იგი­ვე "კაწ­რომ­დე" მი­დის.

 "მთა­ვა­რი არ­ხის" რე­პორ­ტაჟს ვრცე­ლი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა  "კაწ­როს" მე­უღ­ლე ნა­თია. აი, რას წერს ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად  გვერ­დზე:
 "ჟურ­ნა­ლის­ტი­კის არსი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა და  ინ­ფორ­მა­ცი­ის მუდ­მი­ვი გა­და­მოწ­მე­ბაა, მაგ­რამ რა  ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე და გა­და­მოწ­მე­ბა­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი,  რო­დე­საც საქ­მე მთა­ვარ არხს და ამ არხზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს  ეხე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც არ ვუ­წო­დებ მათ, ვი­ნა­ი­დან არ მინ­და  შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო ამ პრო­ფე­სი­ის ღირ­სე­ულ  წარ­მო­მად­გენ­ლებს, ვინც მარ­თლა სი­მარ­თლეს ემ­სა­ხუ­რე­ბა და არა  სიც­რუ­ის და ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას.

 უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია  მთა­ვა­რი არ­ხის მიერ მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი  ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ. ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და და­სა­ბუ­თე­ბის  გა­რე­შე ისი­ნი ცდი­ლო­ბენ და­უ­კავ­ში­რონ ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის  სა­ხე­ლი სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­მაც მარ­თლა შეძ­რა მთე­ლი  სა­ქარ­თვე­ლო.

 და აი, ამ ამ­ბავს რომ პო­ლი­ტი­კუ­რი  მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ, აქ უკვე ამ არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლებს  ადა­მი­ა­ნებ­საც ვე­ღარ ვუ­წო­დებ.ჩემი მე­უღ­ლე იმი­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თურ­მე ამ ამ­ბავ­თან, რომ ცხოვ­რობს  "ნა­ხა­ლოვ­კა­ში", ხოლო ბერა იმი­ტომ, რომ მე­გობ­რობს ავთო  ბი­ლა­ნიშ­ვილ­თან. ალ­ბათ ხვდე­ბით, რო­გორ აბ­სურ­დთან გვაქვს საქ­მე.ეს  არხი ყო­ველ­დღი­უ­რად არა­ერთ ადა­მი­ანს აზა­რა­ლებს ჩემი ოჯა­ხის  მსგავ­სად. ამა­ში ახლა უკვე სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რო­დე­საც  სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ მათი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ჩვენც შეგ­ვე­ხო.

 ად­ვი­ლია იმის თქმა, - "შენ ხო იცი მა­გათ არა­ვინ არ უყუ­რებს", ყვე­ლამ იცის  ესე­ნი რომ მა­ტყუ­ა­რე­ბი არი­ან" "მა­გათ არა­ფე­რი და­ე­ჯე­რე­ბათ" და  აშ. მაგ­რამ მე მყავს ოჯახ­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რო­მე­ლიც მის­ვამს კი­თხვებს და ავად­მყო­ფი დე­დამ­თი­ლი, რო­მელ­საც აქვს სხვა­დას­ხვა  ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე ლო­გი­ნად  იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. არა­ვინ ფიქ­რობს ამ დროს ამ ბინ­ძურ მი­ზან­მი­მარ­თულ შავ კამ­პა­ნი­ას რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს!

 მთა­ვა­რი არსი ხომ სწო­რედ იმა­შია, რომ შექ­მნას ტყუ­ი­ლი, ამ ტყუ­ი­ლით  მო­ახ­დი­ნოს მოკ­ლე და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ეფექ­ტი სა­კუ­თარ მიმ­დევ­რებ­ზე, რომ შემ­დგომ მათ მე­თა­ურს ქონ­დეს ჭო­რა­ო­ბის, ლან­ძღვის და გი­ნე­ბის  სა­ფუძ­ვე­ლი გა­და­ცე­მებ­ში" - წერს ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის  მე­უღ­ლე.скачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...



запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
კოდის განახლება
კომენტარები (0)