sitename
» ამბავი მძღოლზე, მგზავრზე, უცნობსა და მომავალ საბედოზეც - რა მოხდა ავტობუსში
Предложить новость
ამბავი მძღოლზე, მგზავრზე, უცნობსა და მომავალ საბედოზეც - რა მოხდა ავტობუსში



"მოკლედ, კოლმეურნეობაზე ავდივარ N140 ავტობუსში, სრულიად ცარიელია, ბოლოში მიყვარს ხოლმე დაჯდომა და გადავედი, ვხედავ სალაროსთან ქალის ხელჩანთა დევს, ავიღე და მძღოლთან მივირბინე, ეს ვიპოვე მეთქი...
-აპაპაპაპ.. მე არაფერი დამინახავს და არაფერი ვიციო. შენს თავზე თუ აიღებ მაგის დაბრუნებას პატრონისთვის კი ბატონო, თუ არა და მე არ გამრიოო.
- რისი გეშინია ბიძაჩემო, კამერები ხომ გაქვს მეთქი.
გავხსენი ჩანთა, ამოვიღე მობილური, ბოლოს დაფიქსირებულ ნომერზე დავრეკე. ჩანთის მფლობელის დასთან მოვხვდი. მოკლედ ზუსტად 15 წუთში ჩანთა თავისი მობილურით იმ ქალს გადავეცი, ისე, რომ ავტობუსიდან არც ჩავსულვარ. აგერ ჩემი გაჩერებაა, ჩავდივარ, 5-10 წუთში მირეკავს მობილური.
- გამარჯობა, ბარათი თქვენ დაკარგეთ?
მოვჩხრიკე ჩანთა, ბარათი არ მაქვს...
- კი, მე დავკარგე. სად შეიძლება თქვენი ნახვა თქო.
- ბედი შენი ავტობუსის მძღოლი ვარ და თან შესვენება მაქვს, ბოლო გაჩერებაზე მოდიო.
გავემართე დანიშნულების ადგილისკენ. ერთმანეთის დანახვაზე ისტერიული სიცილი აგვიტყდა. კონტროლიორები და სხვა მძღოლები გაოცებულები შემოგვყურებდნენ. ბარათი დამიბრუნა და მეუბნება:
- დაბნეული კი ხარ, მაგრამ კეთილი გოგო ხარ და თან როგორი წინდახედული ხარ ბარათზე შენი ნომერი რომ მიგიკრავსო, მოკლედ ბიჭი მყავს საქორწინო და ამ ნომერზე დაგიკავშირდებით, აბაშიძე გიორგის ზარს დაელოდეო 🤦‍♀️😂 აი ასე უნდა გაჩარხოთ ბედი, რომ დაგიკრეფიათ გულზე ხელები 🙂"

скачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...



запостил(а)
giffer
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
კომენტარები (0)