sitename
» ჩინეთის ქალაქ ვუჰანთან ქიმიური ქარხანა აფეთქდა-არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)
Предложить новость
ჩინეთის ქალაქ ვუჰანთან ქიმიური ქარხანა აფეთქდა-არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)



ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანთან ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს სქელი კვამლი, რომელიც ჰაერში იფანტება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ლანჰუას სილიკონის მწარმოებელ კომპანიაში.
აფეთქება მოხდა ქარხნის სახელოსნოში, რომელშიც ინახებოდა ბუტანონის ოქსიმი. ქალაქის მთავრობამ შემთხვევის ადილზე გაგზავნა 14 სახანძრო ბრიგადა და 100-ზე მეტი მაშველი- მეხანძრეების, პარამედიკებისა და გარემოს დამცველების ჩათვლით. ჩინეთში ინდუსტრიულ ზონებშ მსგავსი სახის შემთხვევები ძალზე ხშირია, რადგან უსაფრთხოების ზომები იშვიათადაა ხოლმე დაცული- გასული წლის მარტში აფეთქებამ ქიმიურ სადგურზე გამოიწვია 78 ადამიანის სიკვდილი და ასობით მათგანის დაზიანება.
ყველაზე მძიმე და მასშტაბური ინციდენტი იყო 2015 წელს, როდესაც საპორტო ქალაქ ტიანჯინის ქიმიური საწყობში აფეთქება მოხდა, რამაც 173 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინციდენტის გამომწვევ მიზეზად დასახელდა არალეგალური მშენებლობა და დიდი რაოდენობით ფეთქებადი, აალებადი თხევადი ნივთიერებები.

скачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...



запостил(а)
giffer
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
კოდის განახლება
კომენტარები (0)