sitename
» 28 წლის გოგო გარდაიცვალა იმიტომ, რომ მის ქმარს კორონავვირუსის არსებობის არ სჯეროდა - „სიფრიფანა, ლამაზი, 2 შვილის დედა იყო“
Предложить новость
28 წლის გოგო გარდაიცვალა იმიტომ, რომ მის ქმარს კორონავვირუსის არსებობის არ სჯეროდა - „სიფრიფანა, ლამაზი, 2 შვილის დედა იყო“



თურქეთში მცხოვრები ინეზა ხუჯაძის ინფორმაციით, გუშინ მისი ოჯახის  ახლობელი, ასევე თურქეთში მცხოვრები, 28 წლის გოგო გარდაიცვალა COVID-19  ით:

„სიფრიფანა, ლამაზი, ორი შვილის დედა მოკვდა იმიტომ, რომ მის ქმარს  ტვინის მაგივრად რაღაც სხვა ედო თავში და იძახდა, არავითარი ვირუსი არ  არსებობს, იგონებენო. პირბადეს არ ატარებდა, ალბათ დისტანციასაც არ იცავდა. მოკლედ, არ ფრთხილობდა და ჯერ თვითონ მას, მერე ცოლს და ორ ბავშვსაც  კორონა ვირუსი შეეყარა.

ამ საცოდავ გოგოს ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი და ვირუსს ვერ  გაუძლო, დარჩა 2 ბავშვი უდედოდ, მშობლებს მოუკვდათ ერადერთი შვილი. ცოტა  ხანში ქმარი სხვა ცოლს ითხოვს უეჭველი და ყველა იტყვის: რა ექნა აბა,  ახალგაზრდა კაცია, ორ ბავშვსაც ხომ მოვლა უნდაო? და ასე გაგრძელდება  სიცოცხლე, მის გარეშე.

ახლა იმ გოგოს მშობლებს ჰკითხეთ აბა და შვილებს, დედის გარეშე რომ  დარჩნენ. გეტყვიან, არსებობს თუ არა. არსებობს ხალხნო, არსებობს!!!  მოეკიდეთ ცოტა სერიოზულად და ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში ნურც საკუთარ თავს და  ნურც ახლობლებს!" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ინეზა ხუჯაძემ.

იხილეთ ბმულზე: პრაიმტაიმიскачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...



запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
კოდის განახლება
კომენტარები (0)