sitename
» ”დღეს ისეთი მაგარი ამბავი გავიგე შოკში ვარ, მე და ზურა სიხარულის ცრემლებით ვტირივართ…” – ხათუნა ჟორდანიამ ახლახანს უძალიანმაგრესი ამბავი გაავრცელა
Предложить новость
”დღეს ისეთი მაგარი ამბავი გავიგე შოკში ვარ, მე და ზურა სიხარულის ცრემლებით ვტირივართ…” – ხათუნა ჟორდანიამ ახლახანს უძალიანმაგრესი ამბავი გაავრცელა



ხათუნა ჟორდანიამ, რომელიც ფილტვის კიბოს ებრძვის, გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“, სადაც მისი მეუღლე – ზურა ხაჩიძე იმყოფებოდა, დაავადების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკა, სადაც იმუნოთერაპიის კურსი უნდა გაიაროს, განკურნების იმედს აძლევს.


„მკურნალობის პირველი ეტაპი ისრაელში ჩავამთავრე. მეტასტაზები ალაგდა. ის დაავადება, რაც იყო, დაპატარავდა და გამარჯვების პირველი ეტაპი გავიარეთ. უნდა გამეგრძელებინა თბილისში თერაპია, გადასხმები, რითიც დარჩენილ დაავადებას გავაკონტროლებდით და გავყინავდით დიდი ხნის განმავლობაში. მერე ზურამ ჩემი ავადმყოფობა გაასაჯაროვა, რაზეც მე ძალიან გავბრაზდი და მეწყინა. არ მიყვარს, როდესაც მიცოდებენ და ვიშვიშებენ. პანდემიის პერიოდში უმძიმესად ვიყავი, თითქმის კვირაში ერთხელ სასწრაფოთი მივყავდი საავადმყოფოში.

მას მერე, რაც ზურამ გაასაჯაროვა ავადმყოფობის შესახებ, ჩემს ტელეფონში დაიწყო ესემესების გამოგზავნა. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დღეს პირველად თქვენი გადაცემიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი, სიყვარულით სავსე ესემესი გამომიგზავნა, უდიდესი მადლობა იმიტომ, რომ თქვენ, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეთ. თქვენმა გამოგზავნილმა ესემესებმა და სიყვარულით სავსე წერილებმა ფეხზე წამომაყენა.

გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები, ანუ ძალიან მაგრად. შევეჭიდე და შევებრძოლე ამ ჩემს ავადმყოფობას მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიარული მიჭირს, ცოტა – სხვა რამ. ერთობლიობაში ბევრია, რაც ამ წუთას მაწუხებს, სანამ ჩვენ მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავალთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადასხმები შევწყვიტეთ და ამ წუთას იმუნოთერაპიის მეორე ეტაპზე გადავედი, რომელიც ავსტრიაში უნდა გაკეთდეს. ეს არის კლინიკა, სადაც 100-პროცენტიან განკურნების გარატიას გვაძლევენ და ამ დაავადების საბოლოო დამარცხების”, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.скачать dle 12.1

მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს


loading...



запостил(а)
media
Вернуться назад
წაიკითხეთ ასსევე
А что там на главной? )))
Прокомментировать
კოდის განახლება
კომენტარები (0)