დღის ახალი ამბები

"უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო..." - ამ წუთებში ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს

"უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო..." - ამ წუთებში ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს
15-03-2020, 12:55
---

უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის  სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, აღმოაჩენილია  კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის  საწინააღმდეგო ანტისხეული. მათი განცხადებით ანტისხეული აქამდე ჯერ  აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული  პრეპარატის შექმნასთან.

„უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, - აცხადებს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი.

სტატიაში მკვლევარები იტყობინებიან მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ,  რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს, ვირუსს, რომელიც იწვევს კორონავირუსულ  დაავადება COVID-19-ს.

ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი ანტისხეული ახდენს ვირუსის ნეიტრალიზებას  და გვთავაზობს როგორც COVID-19-ის, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის  კორონავირუსის ქვეგვარის ვირუსების მიერ გამოწვეული სხვა დაავადებების  პრევენციისა და მკურნალობის პოტენციალს.

ახალი აღმოჩენის წყალობით, შეიძლება შეიქმნას მედიკამენტი, რომელსაც მედიკოსები  კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებულ ადამიანთა სამკურნალოდ  გამოიყენებენ.

გროსველდის თქმით, მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ  ესაჭიროება რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება და ამავე დროს, მისი  წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს გახლავთ პირველი ანტისხეული, რომელიც ინფექციას ბლოკავს, მსგავსის აღმოჩენა ძალიან იშვიათია. ჩვენ ახლა ვცდილობთ  მოვძებნოთ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ამ ანტისხეულის ფართომასშტაბიან, პრეპარატის სახით წარმოებას შეძლებს“,- აცხადებს კვლევის ავტორი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 8 594-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "იმის გამო რომ რომის ჰაერი ჩავისუნთქეთ, ჯანმრთელი ადამიანები ვიმყოფებით საჩხერეში, კარანტინში... ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?"
  2. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო
  3. მელოტი კაცები უფრო მიმზიდველები, ჭკვიანები, წარმატებულები და მამაკაცურები არიან
  4. ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ
  5. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო
რეკლამა