დღის ახალი ამბები

„რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? ღამის სეირნობა იწვევს კორონას?“

„რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? ღამის სეირნობა იწვევს კორონას?“
8-11-2020, 09:39
---

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:


„ღამის სეირნობა იწვევს კორონას? როცა სამოქმედო დრო შეზღუდულია, მაშინ ხომ უფრო იტვირთება ხალხით ქუჩები, იმიტომ რომ ყველას მოსასწრები აქვს 22:00 -მდე ყველა საქმე? ხოდა რა გაგვიხურეს ამ უაზრო რეგულაციებით? აზრიანისთვის მიეხედათ იქნებ, – პერსონალის გადამზადება, ტაქსების ნაწილის სასწრაფოს მანქანებად გადაკეთება, წამლების მარაგზე ზრუნვა და ა.შ. შეიძლება ჩემით შევზღუდო სეირნობა, არც არსადაა სასეირნო, კაფე არ მუშაობს და რესტორანი თითქმის, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გრძნობა მაღიზიანებს ძალიან. ვაცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველ საღამოს 11:00-ზე გავალ სასეირნოდ.
პ.ს. ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტს მწერენ, სახლებში ქეიფების საწინააღმდეგოაო, მაგრამ იმ სახლებში ღამეც დარჩებიან, თუ უნდათ და მოქეიფეები დააჯარიმონ, მშვიდობიან ხალხს ნუ გვსვამენ გალიებში.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 380-ჯერ
კომენტარები
რეკლამა