დღის ახალი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძეს უპირისპირდება: "მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის"

ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძეს უპირისპირდება: "მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის"
10-11-2020, 13:39
---

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! - ასე ეხმაურება ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ამავე გაერთიანების ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა

"რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - წერს ჟორჟოლიანი.

ვაშაძე განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი:

"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად", - ამბობს ვაშაძე.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.

წყარო: formulanews.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 592-ჯერ
კომენტარები
რეკლამა