დღის ახალი ამბები

რამზან კადიროვი: ნუ გეშინიათ კორონავირუსის, სიკვდილამდე ნუ კვდებით შიშით! ლიმნიანი და თაფლიანი წყალი სვით და ნიორი ჭამეთ, ვერაფერი მოგერევათ

რამზან კადიროვი: ნუ გეშინიათ კორონავირუსის, სიკვდილამდე ნუ კვდებით შიშით! ლიმნიანი და თაფლიანი წყალი სვით და ნიორი ჭამეთ, ვერაფერი მოგერევათ
26-03-2020, 19:00
---

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა კორონავირუსის  საფრთხესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კადიროვმა ხალხს მოუწოდა,  პანიკას არ აჰყვნენ.

ჩეჩნეთის მეთაურის განცხადებას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ხალხს ღამე არ სძინავს იმის გამო, რომ ჩინეთში ავადმყოფობა, ვირუსი გამოჩნდა.  ეშინიათ რომ დაიხოცებიან. მოიცადე, შენ ისედაც მოკვდები. სიკვდილამდე ნუ  კვდებით! ადამიანები მხოლოდ ამ კორონავირუსზე საუბრობენ, WhatsApp-ში,  ყველგან. ათასობით ადამიანი გრიპისგან იღუპება. ეს იგივე ვირუსია. ვისაც  ჯანმრთელობას აქვს, მას გადაიტანს. ვისაც არა აქვს, - ვერა! იმუნიტეტის  გასამაგრებლად გააზავეთ წყალში ლიმონი თაფლით, დალიეთ და დასხედით. ჭამეთ  ნიორი, სუფთა სისხლი გექნებათ და ვერაფერი მოგერევათ," - განაცხადა  კადიროვმა.\

წყარო: presa.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 3 577-ჯერ
კომენტარები
რეკლამა