დღის ახალი ამბები

COVID 19-ი განათლებაში, რისკების დაძლევის გზები და ონლაინ რეჟიმის ხარვეზები - „ეროვნულ გამოცდებზე პანიკა ნაადრევია, 3 თვეში ეს პრობლემა მოგვარებადია“ - შაშკინი

COVID 19-ი განათლებაში, რისკების დაძლევის გზები და ონლაინ რეჟიმის ხარვეზები - „ეროვნულ გამოცდებზე პანიკა ნაადრევია, 3 თვეში ეს პრობლემა მოგვარებადია“ - შაშკინი
8-04-2020, 10:53
---

COVID 19 - ეპიდემია, რომელმაც სამყარო მოიცვა. 21-ე საუკუნის განვითარებული მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის. რა ბედი ელის სახელმწიფოებს და როგორი იქნება პოსტეპიდემიური ვითარება; რა ბედი ელის საქართველოს, სადაც მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. პრობლემების წინაშე დგას განათლების სიტემა. საქართველო ონლანგანათლების რეჟიმზე გადავიდა, ჯერ უცნობია როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები.რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოსალოდნელ პრობლემებს საგანმანათლებლო სფეროში, რა უნდა ქნან მშობლება და როგორ უნდა მოირგონ მასწავლებლის როლი - „ნიუპოსტი“ განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც უწყების მიერ გასატარებელ რამდენიმე საკითხე მიუთითებს, რაც, მისი თქმით, პრობლემას მინიმუმამდე დაიყვანს.
_ ეპიდემიის ფონზე, დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემები, არამედ ჩვენ გვიწევს ფიქრი როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება და მათ შორის, რამდენად შეძლებს განათლების სისტემა გაუმკლავდეს გამოწვევებს ერთის მხრივ ზოგადი განათლების სისტემის კუთხით და მეორეს მხირვ ჩვენ წინ გველის ეროვნული გამოცდები. რა არის გადაუდებელი ამოცანა, რომელიც სისტემამ უნდა შეასრულოს?
_კორონავირუსის პანდემიამ შექმნა სერიოზული პრობლემები განათლების კუთხით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ზოგი ქვეყანა ამ კრიზისს შეხვდა უფრო მომზადებულად, ზოგი ნაკლებად, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ მსოფლოში განათლების სფეროში შეიქნა სეიოზული პრობლემები. არსებობს რამდენიმე გამოსავლი და მნიშვნელოვანია, რომ ქეყანამ, საზოგადოებამ გაიაზროს რა გმოწვევებთან გვაქვს საქმე და რა არის გამოსავალი.
_ითქვა, რომ გამოვაცხადოთ აკადემიური წელი...
_ჩემი აზრით ეს არის მავნებლობა, ამის გაკეთება დაუშვებელია და აგვიხსით რატომ.
აკადემიური წლის გამოცხადება არ არის საჭირო, რადგან ჩვენ ვართ ბოლონიის პროცესის ნაწილი, ხელი გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე და გვაქვს 12-წლიანი სწავლება, თუ გადახედავთ ქართული სკოლის კურიკულუმს, ნახავთ, რომ მე-12 კლასში არის გამეორება, ანუ არსებოს ლუფტი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ შეავსოთ ჩავარდნა, რომელიც ამ 2 თვის განმავლობაში შეიქმნება სწავლის კუთხით. ეს ერთი და მეორეც, 19 წლის ასაკში რომ სკოლის დამთავრება გამოაცხადო , არასერიოზულია. ანუ საუბარი აკადემიური წლის გამოცხადებაზე, არის არარელევანტური, მავნებლობა და მხოლოდ დილეტანტების თავში შეიძლება ასეთი აზრები მოვიდეს.
მეორე საკითხი ეხება ეროვნულ გამოცდებს.
გამოცდები იწყება ივლისში. ვინაიდან დრო ჯერ გვაქვს და იმედია, ივლისადმე კარანტინის და საკომენდანტო საათის პრობლემები იქნება მოგვარებული, რომც მოხდეს დამძიმება სიტუაციის, ყოველთვის შეგვიძლია ერთი ან ორი თვით გადაწევა ეროვნული გამოცდებს, რადგან ალტერნატივა, რომელსაც ახლა სთავაზოებენ ონლაინ გამოცდების სახით, შეუძლებელია. ეროვნული გამოცდები დაფუძნებულია როგორც დახურულ, ასევე ღია შეკითხვებზე და ახლა მისი ორგანიზება იქნება შეუძლებელი, რადგან ვერ უზრუნველყოფს პროცედურას, სადაც იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები ეროვნული გამოცდების.
ამ ეტაპზე, ეროვნულ გამოცდებზე შფოთვა და ნერვიულობა ნაადრევია, დრო კიდევ არის და ეს პრობლემა მოგვარებადია.
მესამე საკითხია რასაც ახლა აკეთებს განათლების სამინსიტრო, კერძოდ, რამდენად უმკლავდება პრობლემებს, რომელიც კორონავირუსის გამო შეიქმნა ამ სფეროში.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რო განათლების სამინსიტრომ ვერ უზრუნველყო ონლაინ სწავლების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი რესურსი და დრო არსებობდა ამის გასაკეთებლად.
_გულისხმობთ მეთოდს თუ ტექნიკურ მხარეს?
_რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, 2011 წელს საქართველომ დაამთავრა, პროცესი სკოლების ინტერნეტიზაციის, ინტერნეტი იყო შეყვანილი ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ტერიტორიაზე. იქ, სადააც ეს ვერ მოხერხდა, იყო დაყენებული ანტენები და ამი დადასტურება გახლავთ ის, რომ საატესტატო გამოცდები ტარდებოდა ონლაინ რეჟიმში, ვიდრე მას „ოცნების“ ხელისუფლება გააუქმებდა.
ასევე, 2011 წლიდან საქართველოში ყველა პირველ კლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 9 კლაისის მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერი აქვთ, 1- 2 კლასებისთვის იყო შექმნილი დისტანციური სწავლების მასალები და შესაძლებლობა. მათ შორის დატრენინგებული და პერსონალური კომპიუტერით აღჭურვილნი იყვნენ მასწავლებლებიც. ეს პრორგამა რომ გაგრძელებულიყო, ბუნებრივია ჩვენ ონლაინ გაკევთილების პრობლემა არ გვექნებოდა.
რაც შეეხება მეთოდოლოგიურ საკითხს:
განთალების სამინსიტრომ აირჩია ტელეგაკვეთიელბის მექანიზმის შექმნა, რომელსაც აქვს სერიოზული ნაკლი, რაც მდგომრეობს ინტერაქციის არარსეობაში.
ეს არის ვიდეო სახელმძღვანელო, ანუ კითხვის ალტერნატივად მას აქვს ვიდეოჩვენება. ანუ განათლების სამინსიტრო ახერხებს ინფორმაციი მიწოდებას, თუმცა ვერ ახერხებს უმნიშვნელოცვანეს ორ რამეს, რაც საჭიროა სრულფასოვანი განალთების მიღებისთვიეს: ეს არის ინტერაქცია მოსწავლეებთან, დისკუსია-განხილვა, რასაც პრინციპში ონლაინგაკვეთილები გავძლევს და აქვე უნდა ითქვას, რომ კერძო სკოლების უმრავლესოვამ ეს პრობლემები მოაგვარა და აქვს კარგად გამართული სისტემა, გუგლმა უფასოდ მისცა ყველას მსოფლიოში თავისი პლატფორმა ასეთი ტიპის გაკვეთიელბის განხორიცლებეისთვის. ზოგიერთი სკოლა ამას სხვა პროგრამების მეშეობითაც აკეთებს.
მეორე, რასაც ვერ ახერხებს ტელეგაკვეთილები, ეს არის შეფასება, სრულფასოვნად ვერ ხერხდება. უმრვალესობა მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების გადასულია ჩათვლა არჩათვლის რინციპზე, ეს ცხადია აზიანებს განალთების ხარისხს, თუმცა ჩენ ვართ ახლა ზარალის კონტროლის და შემცირების პროცესში. ამიტომ არის მნიშვნელოივანი თუ რას გააკრთებს განათლების სამინსიტრო აპრილ-მისში, რამდენად შეძლებს განათლების კუთხით მიღებული ზარალის შემცირებას. 100 %-ით ჩვენ მას ვერ აღმოვფხვრავთ, მაგრამ შესაძლებელია 70%-ით შემცირება.
რომ შევაჯამოთ, როგორია თქვენი რჩევები და პროგნოზები?
- არ შეიძლდბა აკადემიური წლის გამოცხადება, რადგან არ არსებობს ამის საჭიროება და არ არსებობს ლუფტი, რომელიც ანაზღაურდება.
განათლების სამინსიტრო ვალდებულია, შექმნას ონლაინ გაკვეთილების მიწოდებით შესაძლებლობა, ამისთვის გასაკეთებელია შემდეგი:
ბავშვს ვისაც სახლში ინტერნეტი არ აქვს, მიწოდება მარტივია, მათ შორის კომპანია ჯეოსელი 19 ლარად აძლევს ყველას ულიმიტო ერთთვიან პაკეტს. განათლების სამინსიტრო, რომელსაც 1 მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს, მისთვის ამ ღორებულების პაკეტის შესყიდვა პრობლემა არ არის, რომ მოხერხდეს ინტერნეტით ყველას უზრუნველყოფა.
ამასთან, მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწყონ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება.
რაც ასევე მნიშვნელივანია, არ არის საჭირო პანიკა ეროვნულ გამოცდებზე, დრო გვაქვს 3 თვე და დარწმუნებული ვარ, პრობლემები დიდწილად იქნება მოგვარებული ამ პერიოდში.
და ბოლოს, შექმნილი ვითარების გამო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლების სიტემამ განიცადა ზარალი. დღეს უმნიშნელოვანესია და გადამწყვეტი იქნება მშობლების როლი, რადგან მხოლოდ მშობელს აქვს შესაძლებლობა, ნაწილობრივ მაინც, შეასრულო მასავლებლის როლი, განათლების შეფასების და ინტერაქციის კუთხით. მშობლებმა ბუნებრივია მეტი დრო უნდა დაუთმონ ბავშვებს და მეტი დისკუსია უნდა ჰქონდეთ მათთან განათლების მიღების პროცესში. ეს, რ ათქმა უნდა, ბოლომდე ვერ აანაზღაურებს შექმნილ ზარალს, მაგრამ მინიმუმდე დაიყვანს მას.

newposts geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 709-ჯერ
კომენტარები
რეკლამა