დღის ახალი ამბები

9 თვის ფეხმძიმე, 24 წლის გოგო ჩამომხრჩვალი 4 წლის შვილმა ნახა – ტრაგედია მარტვილში

9 თვის ფეხმძიმე, 24 წლის გოგო ჩამომხრჩვალი 4 წლის შვილმა ნახა – ტრაგედია მარტვილში



18-04-2020, 19:52
---

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ კურზუში მცხოვრები 24 წლის 9 თვის ორსული ქალი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ზუგდიდშია დაბადებული.

„არანაირი ვერსია არ გვაქვს ოჯახის ახლობლებს…ქმარი ლ.ნ. მშრომელი ბიჭია, ოჯახს არც გადასდიოდა ზედმეტად, მაგრამ არაფერს აკლებდა. ოჯახში დედ-მამა და ძმა ჰყავს ამ ქმარს. შოკირებულები ვართ ყველა. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ეს ყველაფერი 4 წლის შვილმა ნახა. სწორედ მან ნახა დედამისი სახლის უკან ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი…სასწრაფო რომ გამოიძახეს უკვე გვიან იყო 9 თვის მუცლად მყოფი ნაყოფის გადარჩენაც…რა ვთქვათ…დღეს იყვნენ გოგოს მშობლები ზუგდიდიდან, გადაწყვეტილი არაა სად დაკრძალავენ”,-ამბობს ოჯახის ახლობელი.

შსს-ს ცნობით,გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



loading...

გაზიარება
მოინახულეს 5 890-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer