დღის ახალი ამბები

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან - სრული სია

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან - სრული სია
5-05-2020, 12:04
---

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობებისნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება.
კერძოდ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
 
სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
 
ავტოტექმომსახურებადა ავტოსამრეცხაოებისსაქმიანობა; ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
 
საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ავრცელებს:
 

  •  ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?
 
არა, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.
 
  •  დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?
 
არა, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
 
  • დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა? – არა
 
ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
 
  •  ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც? – დიახ
 
ეს გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც
 
  •  ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)? – დიახ
 
შესაბამისი წესების დაცვა სავალდებულოა.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 407-ჯერ
კომენტარები
რეკლამა