დღის ახალი ამბები

სალომე გოგიაშვილი: გადავრიე ქმარი, ჭკუაზე აღარ არის, კივის უკვე

სალომე გოგიაშვილი: გადავრიე ქმარი, ჭკუაზე აღარ არის, კივის უკვე



7-05-2020, 16:38
---

მიუხედავად იმისა, რომ სალომე გოგიაშვილს სახლში მოუწია ყოფნა, ბიზნესი შეუჩერდა და საკუთარი გადაცემის გადაღებებიც გადაედო, დროს უქმად მაინც არ კარგავს – „ტიკ-ტოკერი“ გახდა და როგორც თავად აღნიშნავს, თავისი ვიდეოებით ბევრ ადამიანს ახალისებს, დეპრესიას უხსნის და შიშს უქრობს.
"თბილისელბმა" სალომე გოგიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
სალომე გოგიაშვილი: თინეიჯერობის ასაკამდე საგანგებო რეჟიმსა და კარანტინში ვცხოვრობდი – ეს ჩემმა მშობლებმა დამიწესეს. საღამოს 9 საათის მერე, გარეთ გასვლის უფლება არ მქონდა. თუმცა, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და ურთიერთობის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდიდი. ჩემი მშობლების ახლა უფრო მესმის. ახლა ხალხი რომ წუწუნებს და ისტერიკაშია: ვაიმე, სახლში გამოგვკეტესო... ვერ გავიგე, ნეტა, ადრე სად დადიოდნენ? ყველგან ერთსა და იმავე ხალხს ვხედავდი. მე ძალიან არ განვიცდი ამ ამბავს. ერთადერთი, განვიცდი იმას, რომ მეგობრები ვეღარ მოდიან. შეიძლებოდა, მთელი კვირა არ გავსულიყავი გარეთ, საქმისა და მაღაზიის გარდა, მაგრამ კვირაში ერთი დღე - ყოველ პარასკევს, მეგობრებმა დავაწესეთ გამოგონილი დაბადების დღე. ვიკრიბებოდით, ვზეიმობდით და ვერთობოდით.
მხოლოდ ეს მომაკლდა, თორემ ისე, „ხოშიანად“ ვისვენებ, გაუგებარ დროს ვიღვიძებ, ბიოლოგიური საათი მაქვს არეული (იცინის). ისედაც მიჭირს ღამე დაძინება, ახლა საერთოდ არ მძინავს და თუ ჩამეძინა, შუადღისას მეღვიძება. თან, დიდად არ დავდიოდი გასართობად და შესაბამისად, არც ეს შეზღუდვები მიქმნის პრობლემას.
– ბევრმა თქვა, რაც მეტ დროს ვატარებ ოჯახის წევრებთან, ახლიდან ამოვიცანიო. შენს შემთხვევაშიც ასეა?
– არა, მე ოჯახის წევრები ახლიდან არ ამომიცნია, მაგრამ ოცდაოთხ საათს მათ გვერდით რომ ვატარებ, ბედნიერი ვარ. თან, ბავშვების ძიძა ისეთ გემრიელობებს გვიცხობს, გარეთ გასვლა რომ არ მოგინდება (იცინის). ოჯახის წევრებს ვეუბნები: უნდა გავთიშო ინტერნეტი და ტელევიზია, ორი თვე მაინც რომ ვერ გაიგოთ კორონას გადავლა და გავაგრძელოთ გემრიელად კვება-მეთქი (იცინის). თურმე, ადრე, საცხობში მუშაობდა და ამას წინათ ვახოს, ჩემს ქმარს, ვეუბნებოდი: შენ რომ დაიძინებ, ავტოფარეხში, საცხობი უნდა გავხსნა და ბიზნესი დავატრიალო-მეთქი (იცინის). აბა, „სალმანი“ გაჩერებულია, ჩემი ინტერნეტ-გადაცემა – „თანამედროვე დედაც“ გათვალეს და რამე ხომ უნდა ვაკეთო? (იცინის). ასე რომ, არ ვდუნდები და როგორც კი გამოაცხადებენ, საგანგებო სიტუაცია უნდა მოიხსნასო, ეგრევე, ვჯდები დიეტაზე (იცინის).
– თქვი, დიდად არ დავდიოდი გასართობად და შეზღუდვები არ მიქმნის პრობლემასო. მაგრამ, ხშირად სტუმრობდი სილამაზის სალონებსა და სოლარიუმშიც ირუჯებოდი და ახლა, ამ მხრივ, როგორ არის საქმე?
– ეს ყველას პრობლემაა, რომ სალონი დაკეტილია და გასარუჯი საშუალებაც არ გაქვს, მაგრამ ყველაფერს გაგებით ვეკიდები. ზოგადად, რაიმე პრობლემა რომ ჩნდება, გაგებით ვეკიდები და მტკივნეულად არ აღვიქვამ. ყოველდღე რომ ვიფიქრო: ვაიმე, სალონში ვეღარ დავდივარ და ვეღარ ვირუჯები-მეთქი, ამით რა შეიცვლება? არაფერი და დამაწყდება ნერვები. ამიტომ, კედელი ავაშენე და ჩემს ნერვებს ვუფრხილდები. გამოსავალიც არის – თუ სოლარიუმში ვერ ვირუჯები, დავჯდები აივანზე და ბუნებრივ რუჯს მივიღებ, რა პრობლემაა? თმასაც შევიღებავ და წამწამსაც დავიგრძელებ ჩემი ხელით, მაგრამ რატომ გავიკეთო, მაინც არსად დავდივარ (იცინის).
– სულ მხიარულ ნოტაზე რომ ხარ, ამ პოზიტიურ განწყობას როგორ ინარჩუნებ? ამას შინაგანი გამომუშავება უნდა თუ ხასიათში ზის?
– ხასიათის დამსახურებაცაა ჩემი პოზიტივი და თან, გამოვიმუშავე, რომ სტრესულ სიტუაციაში პრობლემის ვითომ არ შემჩნევა ყველაზე მომგებიანია. ეს საჭიროა ჩემი ოჯახისთვის, გარშემო მყოფებისთვის და პირადად ჩემთვისაც. რასაკვირველია, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, გულის სიღრმეში განვიცდი, თუმცა, ვნიღბავ ნეგატივს და სხვებს არ ვაჩვენებ. არ ვიცი, ეს ნიჭია თუ ხასიათი.
– შენმა ვიდეოებმა ბევრი გაახალისა ამ სტრესულ სიტუაციაში. თუ იცოდი, შენში ასეთი სამსახიობო ნიჭი რომ იდო?
– ნიჭი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ სამეგობრო წრეში რაღაცას რომ ვყვები, ყველა ეს ამბავი, ნამდვილი „ტიკ-ტოკია“. გაფორმებულად ვიცი მოყოლა და თან, თავისი გმირებით. ყოველთვის მინდოდა მსახიობობა და არ მომეცა ამის საშუალება. გული მწყდებოდა, რომ არასდროს შემხვდაისეთი რეჟისორი, რომელიც რაღაც მომენტში დაინახავდა ამ ნაპერწკალს ჩემში, გამხსნიდა და მომცემდა საშუალებას, მეჩვენებინა, რა შემიძლია. კასტინგებზეც მივსულვარ, მაგრამ გულდაწყვეტილი წამოვსულვარ და მითქვამს, აღარ მივალ-მეთქი. მე ორ წუთში ვერ ვიხსნები, უნდა გავითავისო და მერე შევიდე როლში. „ტიკ-ტოკმა“ მომცა სრული თავისუფლება, საშუალება, გავიხსნა, ემოცია გადმოვცე და ამიტომაც მოსწონს ეს ხალხს. უცხო ადამიანები მირეკავენ, მწერენ და მეუბნებიან: სხვა სალომე აღმოვაჩინეთ, დეპრესიას გადაგვარჩინე, ხატვას მივუბრუნდით, „შევჯექით“ შენს ვიდეოებზე და ხშირად გაგვანებივრეო. ნეგატიური დამოკიდებულება რომ მეგრძნო, დედას ვფიცავარ, ნამდვილად აღარ ჩავწერდი. თან, ბევრიც ამყვა და ამ დაძაბულ სიტუაციაში ცოტა ხნით მაინც გახალისდა. მინდოდა, ჩემს ქმართან, ვახოსთან ერთადაც ჩამეწერა, მაგრამ რომ ვითხარი, ისე გამომხედა, გავჩუმდი. ბავშვები და ჩემი მეგობარი ოპერატორად „დავნიშნე“, ია ფარულავა კი ჩემი „ტიკ-ტოკერობის“ ჩაცმის დიზაინერია. თან, რაც ჩემი ქმრის გარდერობი გამოვაღე, იმის მერე სულ კივილია ჩემს სახლში.
ჩემს ქმარს ფერების მიხედვით უკიდია პიჯაკები და პერანგები და მე რომ გარდერობში შევდივარ, ვეღარ გამოვდივარ (იცინის). ხან ერთი მაცვია, ხან მეორე, გადავრიე კაცი, ჭკუაზე აღარ არის, კივის უკვე (იცინის). თან, ამ ბოლო პერიოდში, გადაბმულად ორი კვირა, ბევრ სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს. სადაც უნდა გადართოთ, მე ვარ და ვიღაც-ვიღაცები ამის გამო მწყევლიან (იცინის). ჰოდა, ამ ბოღმიანმა ხალხმა, რაც ჩემთვის არ უყურებიათ, ისხდნენ ახლა და მიყურონ (იცინის). თან, გარეთაც ვერ გადიან და იძულებით უწევთ ჩემი ყურება და მინდა, დისტანციურ პულტზე მხოლოდ ერთი ღილაკი დავუტოვო, სადაც მხოლოდ მე ვიქნები (იცინის).

გააგრძელეთ კითხვა>>скачать dle 12.1


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



loading...

გაზიარება
მოინახულეს 1 784-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer