დღის ახალი ამბები

"კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია" - რა უნდა ვიცოდეთ "მოდერნას" ვაქცინაზე

"კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია" - რა უნდა ვიცოდეთ "მოდერნას" ვაქცინაზე
2-12-2020, 10:12

ფარმაცევტულმა კომპანია "მოდერნამ" ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართა, რათა კოვის-19-ის ვაქცინის გამოსაშვებად ავტორიზაცია აიღოს. "მოდერნამ" მათ მიაწოდა უახლესი მონაცემები და სთხოვა გადახედონ გაფართოებულ ბაზას, რომელიც აჩვენებს, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ისა და დაავადების მძიმე შემთხვევების პრევენციისთვის 100%-ით ეფექტურია.
მონაცემებზე დაკვირვების შემდეგ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის დირექტორმა პოლ ოფიტმა განაცხადა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და "მოდერნას" მიერ მიწოდებული მონაცემები გასაოცარია. ფარმაცევტულ კომპანიაში სრული მზადყოფნა და მოლოდინია იმისა, რომ პანდემიის მიმდინარეობას უკეთესობისკენ შეცვლიან.

ავტორი: ნინი გაბისონია

"პალიტრავიდეო"скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 597-ჯერ
კომენტარები
რეკლამა