დღის ახალი ამბები

რატომ არ შეიძლება კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ალკოჰოლის მიღება და რა გვერდითი მოვლენები აქვს ვაქცინებს

რატომ არ შეიძლება კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ ალკოჰოლის მიღება და რა გვერდითი მოვლენები აქვს ვაქცინებს
11-12-2020, 15:42

რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ კორონავირუსის ვაქცინა გამოჩნდა. მსოფლიოს იმედი მიეცა და ქვეყნები მისი შეძენის მოლოდინში არიან. თუმცა ეტაპობრივად ვიგებთ ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებსაც განსხვავებული ინტერპრეტაციები ახლავს თან.
მაგალითად, ახლა გახდა ცნობილი, რომ ვაქცინაციის შემდეგ ორი თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. სპირტი ვაქცინის ეფექტიანობაზე მოქმედებს, მან შეიძლება გავლენა იქონიოს იმუნიტეტის ანტისხეულებისა და უჯრედების ფორმირებაზე შესაბამისი ანტიგენების წინააღმდეგ. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, ალკოჰოლის მიღება ვაქცინაციის შემდეგ მხოლოდ 42 დღის განმავლობაში არ შეიძლება. ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალური ოდენობით მისი მიღება სრულიად არ არის საშიში. აღნიშნული მოსაზრებები დაკავშირებულია Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინებთან.

ავტორი: ნინი გოგიშვილი (პალიტრა)скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 647-ჯერ
კომენტარები
რეკლამა