დღის ახალი ამბები

ჯანმოს დირექტორი იმედგაცრუებულია - "დღეს გავიგეთ, რომ...“

ჯანმოს დირექტორი იმედგაცრუებულია - "დღეს გავიგეთ, რომ...“
8-01-2021, 01:36

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთმა კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფი ქვეყანაში ჯერ კიდევ არ შეუშვა. მისი თქმით, ჯანმოს მისია პრიორიტეტულია.

„დღეს გავიგეთ, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ჯერ არ გასცეს ჩვენი გუნდის ჩინეთში ჩასვლისთვის საჭირო ნებართვები. კონტაქტი მქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჯანმოს მისია პრიორიტეტულია“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 1 395-ჯერ
კომენტარები
რეკლამა