დღის ახალი ამბები

„თქვენ გგონიათ ეს თვითმფრინავის კვალია?“ - ხატია სიჭინავას აზრით, კორონავირუსის ახალ შტამს თვითმფრინავიდან ავრცელებენ

„თქვენ გგონიათ ეს თვითმფრინავის კვალია?“ - ხატია სიჭინავას აზრით, კორონავირუსის ახალ შტამს თვითმფრინავიდან ავრცელებენ
8-01-2021, 01:38

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებს და დასძენს, რომ ვირუსს შეგნებულად ავრცელებენ.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ კიკეთში გადაღებულ ვიდეოში ჩანს თვითმფრინავის კვალი ცაზე, თუმცა ხატია სიჭნავას არ სჯერა, რომ ეს ნისლი და თვითმფრინავის კვამლია.

“არ ვიცი თქვენ ამას რას ეძახით, ამ გადახაზულ ცას… შეიძლება ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის თვითმფრინავის კვალი, რომელიც არის სრულიად ცაზე… სწორედ ამ სიბინძურისგან და ნისლისმაგვარი ბინძური რაღაცისგან, ამ თვითმფრინავებისგან, სავარაუდოდ დაიწყება ახალი შტამის სიმპტომები. გვეტყვიან, გულისრევა და თავის ტკივილი არის ახალი შტამის სიმპტომები, სინამდვილეში კი ექნება ამ ყველაფერს, რასაც თავზე გაყრიან დღედაღამე. თქვენ რა თქმა უნდა არ შეიმჩნიოთ, მათ უსმინეთ” – ამბობს ვიდეოში ჟურნალისტი. ხატიას პირად გვერდზე თანამოაზრეები გამოუჩნდნენ. “მსოფლიოში მგონი ყველგან ფიქსირდება ნისლი, რაღაც დამთხვევაა, საბერძნეთი, იტალია, ზუსტად არ ვიცი”, “ვაიმე ვზივარ და ვგრძნობ საწამლავის სუნს ფანჯრიდან, როგორ შემოდის და ვიწამლებით. რეგიდრონი ვიყიდე ახლა”. – ამბობს ვიდეომიმართვაში სიჭინავა.
 
წყარო: resonancedaily.comскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 758-ჯერ
კომენტარები
რეკლამა