დღის ახალი ამბები

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს"

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს"



26-01-2021, 10:26

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი არ არის ისე გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, რომ ამან ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან უპა­სუ­ხა მა­ყუ­რებ­ლის შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია.
"გა­აჩ­ნია რა ფორ­მით არის იმუ­ნი­ტე­ტი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და რა მას­შტა­ბით. თუ პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნი­ტე­ტი ძა­ლი­ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია, იქ ვაქ­ცი­ნა არა­ე­ფექ­ტუ­რია.
ჩვენ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია და მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­უ­ა­რე­სე­ბა მდი­დარ ქვე­ყა­ნას ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხო, შე­და­რე­ბით ღა­რიბ ქვე­ყა­ნას - უფრო მე­ტად.

თუმ­ცა გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, ჩვენ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი არ არის ისე გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი, რომ ამან ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მე არ გა­მი­გია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღა­ცა იმ დო­ზით შიმ­ში­ლობ­დეს, რომ მას იმუ­ნი­ტე­ტი და­უქ­ვე­ით­დეს" - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

წყარო: ambebi.geскачать dle 12.1


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



loading...

გაზიარება
მოინახულეს 519-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?
  2. "მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან
  3. დონალდ ტრამპის თქმით, ნახა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის გავრცელებული
  4. "უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე
  5. "ნუ გეშინიათ, ეს ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფლიოს უძლიერესი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან!" - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer