დღის ახალი ამბები

დღეს ფესტივალებისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ

დღეს ფესტივალებისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ
9-08-2021, 10:33

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე დღეს კოვიდსაბჭოზე იმსჯელებენ.

"წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით.
შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

წყარო: newpost.ge/скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 391-ჯერ
კომენტარები
რეკლამა