დღის ახალი ამბები

„ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია“ - რას წერს ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე

„ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია“ - რას წერს ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე
8-07-2020, 16:18

ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,
.
„დავალაგოთ ფაქტები:

1. ფერად შენობასთან დგას ტოიოტა.

2. ფერად შენობასთან ხდება რაღაც.

3. ფერად შენობასთან, სადაც ტოიოტა დგას, მიდის კიდევ სხვა მანქანა და ჩერდება 5 წუთი.

4. ეს სხვა მანქანა არის მიკროავტობუსი. ეს დაადასტურა შაქარაშვილის ბიძამ გუშინ პოლიტმეტრში. ახსენა ჭიათურის მიკროავტობუსი. თუნდაც ასე იყოს, რა უნდოდა იქ და რა დაინახა იმ 5 წუთში.

5. 5 წუთში ეს მიკროავტობუსი დაიძვრება.

6. ზუსტად ამ მონაკვეთში ლიდერფუდის კამერა აფიქსირებს სულ სამ მიკროავტობუსს. ფოტოები ავტვირთე.

7. შემდეგ - ტოიოტას ამირხანაშვილი ჩამოჰყავს თბილისში, წერეთელზე ჩამოსვამს.

8. დაახლოებით 2 წუთში თბილისში, წერეთელზე, ზუსტად იქ სადაც ტოიოტამ ამირხანაშვილი ჩამოსვა, ჩერდება მიკროავტობუსი. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა.

9. მიკროავტობუსიდან გადმოსული ახალგაზრდა უახლოვდება ამირხანაშვილს.

10. ორივენი იქვე მიფარებულში დგანან და სავარაუდოდ საუბრობენ.

11. სადაც ამირხანაშვილი და ის ახალგაზრდა საუბრობენ რამდენიმე წუთში ჩერდება ტაქსი, რომელშიც ვიღაც ჯდება - შესაძლოა, ამირხანაშვილი, ან ის მეორე ახალგაზრდა ან ორივე ერთად.

ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია. იმედია, გამოძიება რამეს გვეტყვის“- წერს ვახო სანაია.

იხილეთ ყველა სიახლე აღნიშნულ საქმეზეскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 4 707-ჯერ
კომენტარები
რეკლამა