დღის ახალი ამბები

"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან

"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან

Covid-19 -ის დი­აგ­ნო­ზით 30 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, 19 წლის თეკ­ლა თორ­დია გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენტს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა და­ა­ვა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღემ­დე სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, რად­გან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და. მე­ექ­ვსე დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და - და­ე­წყო ძლი­ე­რი ხვე­ლე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმარ­თა­ვი გახ­და.

ამის შემ­დეგ ოჯახ­მა მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო უარი უთხრეს. კლი­ნი­კის მა­გივ­რად, პა­ცი­ენ­ტი კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. სა­ბო­ლო­ოდ, პა­ცი­ენ­ტის "გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში" გა­დაყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა, სა­დაც იგი მკურ­ნა­ლო­ბის მე­ექ­ვსე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

რა გახ­და ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი? და ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი პრო­ფე­სი­ულ გულ­გრი­ლო­ბა­სა და შეც­დო­მებს ექი­მე­ბის მხრი­დან? – Ambebi.ge-მ გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია ჩა­წე­რა.

- რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და თქვე­ნი შვი­ლი და რო­დის მო­ი­თხო­ვეთ მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა?

ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს ვერ გე­ტყვით. და­ა­ვა­დე­ბა მთე­ლი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი. მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ სა­ერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვი­თხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი რაც შე­ეძ­ლოთ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო.

- კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში რა სი­ტუ­ა­ცია იყო? რო­გორ მკურ­ნა­ლობ­დნენ პა­ცი­ენტს?

- იქ გახ­ლავთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, რაც სახ­ლშია. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ექი­მი კი ჰყავთ, მაგ­რამ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პირ­ველ დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. მო­ვიდ­ნენ მი­ა­წო­დეს ჟანგბა­დი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და წა­ვიდ­ნენ. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თან მკურ­ნა­ლი ექი­მიც ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ არის ად­გი­ლე­ბიო და წა­ვიდ­ნენ.

რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სას­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, "რემ­დე­სი­ვი­რი" ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს რემ­დი­სი­ვი­რი ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი­ყო?! სა­მა­გე­როდ, მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მედ იყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი "მარ­შუტ­კე­ბი" ჰყავთ ამის­თვის. რომ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი და უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონ­დათ და კი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი. "მარ­შუტ­კი­დან" მწერ­და, მა­მი­კო ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ "მარ­შუტ­კი­და­ნო". ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, რო­გორც ვა­ტყობ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კე­თე­ბენ ისეთ­სო. ძა­ლი­ან ეში­ნო­და მისი და­ა­ვა­დე­ბის, დი­ა­ბე­ტის და კო­რო­ნა­ვირუ­სი რაც და­ე­მარ­თა, მას მერე სულ შიშ­ში იყო, რამე არ მო­მი­ვი­დე­სო.

- კლი­ნი­კა­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ გა­დაყ­ვა­ნა და იქ რო­გორ გაგ­რძელ­და მკურ­ნა­ლო­ბა?

- რომ ვიხ­ვე­წე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და არა­ვინ ჩან­და, თან ეს ბავ­შვი სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და, სა­უ­ბარს შე­ეს­წრო "გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის“ ექი­მი, ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მან უზ­რუნ­ველ­ყო ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნაც­ნო­ბი არა­ვინ გყავ­თო? შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­მახ­სენ­და... სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია.

- თეკ­ლას მკურ­ნალ­მა ექიმ­მა თქვა, არ იყო შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი მარ­თუ­ლი სა­თა­ნა­დო­დო... ამა­ზე რას იტყვით?

- ასეც იყო შე­იძ­ლე­ბა... ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და დი­ა­ბე­ტი. ერთხელ კო­მა­შიც ჩაგ­ვი­ვარ­და, მაგ­რამ მერე ვცდი­ლობ­დით გვე­მარ­თა. მას ძა­ლი­ან უჭირ­და დი­ე­ტე­ბის დაც­ვა. ბევ­რჯერ ისე­თი რამ უჭა­მია, რაც ეკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ბავ­შვი იყო და გვი­ჭირ­და ყვე­ლაფ­რის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა. მაგ­რამ, საქ­მე იმა­შია, რომ როცა და­ინ­ფი­ცირ­და, თა­ვი­დან ბავ­შვი კარ­გად იყო და ჩვენ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თხოვ­დით მის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვანს. ეს რომ მომ­ხდა­რი­ყო, ხომ არ დამ­ძიმ­დე­ბო­და!

- ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი და­უ­დევ­რო­ბი­სა და შეც­დო­მებს მსხვერ­პლი გახ­და? სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას აპი­რებთ?

ამა­ზე ვმსჯე­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩემს მე­უღ­ლეს უფრო აქვს ამის სურ­ვი­ლი. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდით. ახლა ისეთ მძი­მე დღე­ში ვართ, ვე­რა­ფერს გე­ტყვით და­ზუს­ტე­ბით. მაგ­რამ გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს და ალ­ბათ, ასეც იქ­ნე­ბა.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 955-ჯერ
კომენტარები
რეკლამა