დღის ახალი ამბები

"პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?

"პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?
2-12-2020, 13:28

რე­ა­ლუ­რად, პური 15-20 თეთ­რით ძვირ­დე­ბა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გაძ­ვი­რე­ბა, სუბ­სი­დი­რე­ბის ხარ­ჯზე, არ მოხ­დე­ბა - ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აპ­რი­ლამ­დე, - ამის შე­სა­ხებ „პუ­რის მცხო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის” თავ­მჯდო­მა­რემ, მალ­ხაზ დო­ლი­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში” გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1 ტონა ფქვილს ხარ­ჯა­ვენ.

„რე­ა­ლო­ბა ასე­თია - არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ხორ­ბლის ფა­სე­ბი. მსოფ­ლი­ო­ში 8 ქვე­ყა­ნაა ხორ­ბლის გამ­ყიდ­ვე­ლი. მათ შო­რის ჩვენს რე­გი­ონ­ში რუ­სე­თი, ყა­ზა­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა და ევ­რო­პა­ში საფ­რან­გე­თი, ხოლო ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე - ეს არის ამე­რი­კა, არ­გენ­ტი­ნა და კა­ნა­და ასე­ვე, ავ­სტრა­ლია. წელს გა­მო­ყო­ფი­ლად ორ ქვე­ყა­ნას, რუ­სეთს და ავ­სტრა­ლი­ას ყვე­ლა­ზე მეტი გა­სა­ყი­დი მო­სა­ვა­ლი მო­უ­ვი­დათ. რუ­სეთ­მა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და­ა­წე­სა. მდგო­მა­რე­ო­ბა ურ­თუ­ლე­სია - ჩვე­ნი ლა­რის მი­მარ­თე­ბა­ში და სა­ერ­თოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ფო­კუ­სირ­დე­ბა ფა­სებ­ზე. მინ­და იცო­დეთ, რომ პურ­ში ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი, ამი­ტომ ეს არის, რა თქმა უნდა, სატ­კი­ვა­რი და სა­ფიქ­რა­ლი. მე­წარ­მე­ე­ბი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბო­დით და ყო­ველ­თვის სა­კი­თხებს ვა­ყე­ნებ­დით მთავ­რო­ბის წი­ნა­შე. მე მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ პური არ გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან სუბ­სი­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ დო­ლი­ძემ.

ამას­თან მალ­ხაზ დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფასი პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის არ გა­იზ­რდე­ბა.

„გა­ზის მწარ­მო­ე­ბელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ფა­სის ზრდის მი­მართ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებს არ შე­გე­ხე­ბა­თო, თუმ­ცა წყლის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შეგ­ვრჩა პუ­რის ქარ­ხნებს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა”, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ზრდა პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებ­ზე არ აი­სა­ხე­ბა. რო­გორც მან „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ხორ­ბა­ლი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია და მო­თხოვ­ნაც მე­ტია. ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ ის ფაქ­ტო­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც პუ­რის ფას­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს.

„მთლი­ა­ნო­ბა­ში, გა­ზის ტა­რი­ფი პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებ­ზე ასა­ხუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, აქ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი და ამ შემ­თხვე­ვა­ში, პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი დღეს ამა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან. „ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ სა­ხე­ლით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ტენ­დენ­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია, ანუ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ხორ­ბა­ლი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში 8 ქვე­ყა­ნა არის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ხორ­ბალს აწ­ვდის, ეს არის - აშშ, კა­ნა­და, ავ­სტრა­ლია, არ­გენ­ტი­ნა, ევ­რო­კავ­ში­რი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ყა­ზა­ხე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან 6 ქვე­ყა­ნა­ში არის პრობ­ლე­მა- მო­უ­სავ­ლი­ა­ნო­ბა. მხო­ლოდ რუ­სეთ­ში და ავ­სტრა­ლი­ა­ში არის შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა, ეს 2 ქვე­ყა­ნა 6-ს ვერ აბა­ლან­სებს. ეს არის ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დებს. მე­ო­რე ფაქ­ტო­რი არის ის, რომ პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს და მე­ო­რე ტალ­ღის მო­ლო­დინ­ში სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა ქვეყ­ნებ­ში. ახლა აჟი­ო­ტა­ჟუ­რად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს უფრო მეტი ხორ­ბა­ლი იყი­დოს, ვიდ­რე შარ­შან, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 20-30%-ით მეტი ხორ­ბლის ყიდ­ვა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მისი თქმით, მე­ო­თხე უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რი არის ლა­რის კურ­სის დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით რყე­ვა, რაც ხორ­ბლის ფას­ზე შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბა. ლე­ვან სი­ლა­გა­ვას თქმით, „ხორ­ბლის მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს და ორ­თვი­ა­ნი მუდ­მი­ვი მა­რა­გია“. გარ­და ამი­სა, მისი გან­მარ­ტე­ბით, პუ­რის ქარ­ხნე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი იგი­ვე დარ­ჩე­ბა.

„ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გაძ­ვი­რე­ბის შე­დე­გად პირ­და­პირ წე­რია, რომ პუ­რის ქარ­ხნე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი იგი­ვე დარ­ჩე­ბა, ანუ არ ძვირ­დე­ბა. ეს ფაქ­ტო­რი პუ­რის ქარ­ხნებ­ზე არ მუ­შა­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს, ისი­ნი არ მო­იხ­მა­რენ გაზს, სრუ­ლად ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე არი­ან. ეს ფაქ­ტო­რიც ჩვენ­თან არ მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ზის გაძ­ვი­რე­ბის ფაქ­ტო­რი ჩვენ­ზე არ მუ­შა­ობს. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფქვი­ლი ყველ­გან 53 ლარი იქ­ნე­ბა. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქ­ნე­ბა პუ­რის ქარ­ხნე­ბის­თვის მი­სა­წო­დე­ბე­ლი ფასი, რო­მე­ლიც ტენ­დე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა და იქ­ნე­ბა იმ სიის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც ჩვენ მოგ­ვცემს პუ­რის ასო­ცი­ა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ ამ ქარ­ხნე­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 53 ლა­რად, ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სად მი­წო­დე­ბუ­ლი. ეს არის თვე­ში მი­წო­დე­ბუ­ლი 10 ათა­სი ტონა, სა­ქარ­თვე­ლოს თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი ტონა ფქვი­ლი სჭირ­დე­ბა. და­ნარ­ჩენ 20 ათას­ზე იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ფა­სე­ბი. ეს არის სა­გე­მოვ­ნო პუ­რე­ბი, იგი­ვე თო­ნის პური, გერ­მა­ნუ­ლი, ავ­სტრი­უ­ლი, ლიტ­ვუ­რი პური. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მოქ­მე­დებს მხო­ლოდ 10 ათას ტო­ნა­ზე, რო­მე­ლიც მი­ე­წო­დე­ბა წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი­დან ფიქ­სი­რე­ბუ­ლად, 53 ლა­რად იმ პუ­რის ქარ­ხნებს, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის მიერ. და­რა­ნარ­ჩენ ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის იგი­ვე ფქი­ლი, ასე­ვე უმაღ­ლე­სი სა­კონ­დიტ­რო ფქვი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ფა­სე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, 3 იან­ვრი­დან შპს “თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებს, პუ­რის სა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ კუ­ბურ მეტრზე 20 თეთრზე მე­ტით ეზ­რდე­ბათ და ერთი ლა­რით და 10 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 365-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან
  2. „მოვიდა ცუდი ინფორმაცია“ - 200-ლარიანი დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  3. "მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - "კაწროს" მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე
  4. "ზურაბ გურულმა და ეკა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ..." - რას წერს მარინა ეზუგბაია "ფეისბუქზე"
  5. "ნუ გეშინიათ, ეს ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფლიოს უძლიერესი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან!" - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
რეკლამა