დღის ახალი ამბები

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია
4-12-2020, 21:35

„როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის“, - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსახიობს კორონავირუსზე მორიგ ტესტირებას, სავარაუდოდ, ვირუსის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარებენ.

„კახის საავადმყოფოში მკურნალობენ, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია და ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორც მედიკოსები გვეუბნებიან კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ყველაფერი დადებითი მიმართულებით მიდის. კორონავირუსზე მორიგი ტესტი მისთვის არ ჩაუტარებიათ, საავადმყოფოში რა დიაგნოზითაც შევიდა იმ დიაგნოზით აგრძელებს მკურნალობას. მის გაწერასთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მორიგ ტესტს ვირუსის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარებენ“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

ინფორმაციისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მკურნალობს.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 789-ჯერ
კომენტარები
რეკლამა