სანამ საქართველოში პანდემია გავრცელდებოდა, უმუშევრობა ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის მთავარი გამოწვევა იყო. სოციალურ ფონს კიდევ უფრო აუარესებდა უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი დევნილები, სოციალურად დაუცველი პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები და ა.შ.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და დასაქმებული მოსახლეობის ნაწილი უმუშევრად დარჩა, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების იმედზე არიან. ამ ფაქტორს ისიც ემატება, რომ წლის ბოლოა და შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებს ახალი, 2021 წლის ბიუჯეტი დაუმტკიცდებათ, სადაც ძირითადი ნაწილი სოციალურ პაკეტებს ეტმობა. “პრაიმტაიმი” შეეცადა გაერკვია, რომელ სოციალურ ჯგუფებს ეზრდებათ დახმარების პაკეტი და რომელი ჯგუფები რჩებიან არსებული დახმარების ხარჯზე. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, მომავალი წლიდან 6-თვიან დახმარებას შშმ პირები მიიღებენ. “ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და 18 წლამდე შშმ ბავშვები 100 ლარს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში.” – განმარტავენ უწყებაში. “პრაიმტაიმი” დაინტერესდა რა ბედი ეწევათ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ პირებს. დევნილთა დახმარების თანხა ამ დროისთვის შეადგენს სულზე 45 ლარს. ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის საარსებო შემწეობა შემდეგნაირად ანგარიშდება: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური დახმარების თანხის მომატება ახალ, 2021 წელს არ იგეგმება. რაც შეეხება დევნილებს, უწყებაში აცხადებენ, რომ დევნილთა შემწეობის თანხის მომატების შესახებ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს თუ ამ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ… ამ დროისთვის, უწყებაში არ საუბრობენ დევნილთა დახმარების მომატების შესახებ. რაც შეეხება თბილისის მერიის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, რომლის ფარგლებში, თითოეულ ბავშვზე ოჯახს 50 ლარი ერიცხება, ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს თანხა გაიზარდოს, თუ მომავალი წლის ბიუჯეტი ამის საშუალებას მისცემს უწყებას. “მომავალ კვირას იმსჯელებენ 2021 წლის ბიუჯეტზე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება შესაძლოა გაიზარდოს, ეს დამოკიდებულია ბიუჯეტზე“,- აცხადებენ მერიაში.
ვის გაეზრდება ფულადი დახმარება 2021 წლიდან და ვის არა
5-12-2020, 20:52
გაზიარება
მოინახულეს 445-ჯერ
კომენტარები

12-06-2022 11:24
11 413
„რატომ მკლავთ, ამჯერად რა დავაშავე?” – გია ბაღაშვილის ყოფილ ცოლს თავს ესხმიან, თაკო ტაბატაძე რთულ ვითარებაშია
ვრცლად

09-06-2022 10:04
12 423
"ჩემი შრომით მოპოვებული, საოცნებო სახლია" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის გემოვნაბიანი ბინა?
ვრცლად

15-05-2022 23:10
4 960
კრისტი ყიფშიძემ სითამამის საზღვარს გადააჭარბა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი ?
ვრცლად

07-05-2022 00:01
14 045
სოფო ნიჟარაძე ლაშა ნაკაიძესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები
ვრცლად