დღის ახალი ამბები

მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი



22-02-2021, 18:06

20 თებერვალს მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. შესაბამისად ამ თვის ფავორიტი ნიშანი თევზები იქნებიან. აგრეთვე ეს პერიოდი კარგი იქნება მისი მონათესავე წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ცეცხლისა და ჰაერის ნიშნები კი ჯობია ყოველდღური საქმეებით დაკავდნენ.
რაც შეეხება მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზს ის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ინდივიდუალური იქნება:
♈ვერძი
მოიმატებს რთული სიტუაციები. არ აჰყვეთ ემოციებს. ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში, ისე საქმეში. ოჯახში გაუგებრობები კი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე დაგაფიქრებთ.
კურო
გაგიუმჯობესდებათ ენერგეტიკული მდგომარეობა. ყველა ძველი პრობლემა ადვილად მოგვარდება. ფული მხოლოდ საჭირო ნივთებზე დახარჯეთ. ნუ იქნებით პრინციპული საყვარელ ადამიანთან და არ გარისკოთ.
ტყუპები
ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება. შეამცირეთ გადაადგილებების რიცხვი. აუცილებელი საჭიროების გარეშე შორ მანძილზე მგზავრობასაც მოერიდეთ.
კირჩხიბი
გამოიყენეთ ეს პერიოდი არა მარტო საქმისთვის, არამედ დასვენებისთვისაც. მოერიდეთ რთული საკითხების განხილვას. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა, პრეტენზიები წამოგიყენოთ. ადვილად შეძლებთ ძველი კავშირების აღდგენას.
ლომი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა, მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად, ურთიერთობებში. ნუ დაარღვევთ კანონს და ერიდეთ რისკს. დროულად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რათა ჩვეული ფორმა შეინარჩუნოთ.
ქალწული
მხოლოდ სიტყვაზე ნურავის ენდობით, აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მხოლოდ პროფესიონალებს მიმართეთ. თავისუფალი დრო დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ.
♎სასწორი
არახელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისა და ოპერაციებისათვის. ფინანსურ საკითხებში არასტაბილურობა დაძაბავს თქვენს ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორებთან, ასევე, ოჯახშიც. სასურველია, თავისუფალი დრო ჯანმრთელობასა და სპორტს დაუთმოთ.
მორიელი
ბიზნესსა და პირად საქმიანობაში დახმარებას ოჯახის წევრები და ახლობლები გაგიწევენ. რთულ სიტუაციებში ეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ. უარი თქვით სხვა ქალაქში გამგზავრებაზე, რათა გზაში პრობლემები არ შეგექმნათ.
მშვილდოსანი
პირად საქმიანობაში დახმარებას გაგიწევენ ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები. გაუგებრობის შემთხვევაში თავი შეიკავეთ, ნუ იქნებით უხეში საყვარელ ადამიანთან და ეცადეთ, მოძებნოთ გზები კრიზისიდან დროულად გამოსვლისათვის.
თხის რქა
სანამ რამეს წამოიწყებთ, კარგად დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, რათა გვერდი აუაროთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს. სიყვარულმა შესაძლოა, გონება აგირიოთ და მომავალ პერსპექტივებზე უარი გათქმევინოთ. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.
მერწყული
მოერიდეთ უკანონო ფინანსურ გარიგებებს, რისკსა და აზარტულ თამაშებს. ნუ გამოიყენებთ სამსახურეობრივ მდგომარეობას საკუთარი მიზნებისთვის. ეჭვიანობა საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
თევზები
კარგი დროა ახალი სამსახურის ან პროექტების დასაწყებად. გაგიადვილდებათ საჭირო ინფორმაციის მიღება. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. სასიყვარულო ურთიერთობაში გაუგებრობისას ეცადეთ, ყველა დეტალი მშვიდი საუბრით გაარკვიოთ.скачать dle 12.1


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



loading...

გაზიარება
მოინახულეს 405-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer