დღის ახალი ამბები

ვის და რატომ ჩაურიცხა პრეზიდენტმა 2 000 ლარი?

ვის და რატომ ჩაურიცხა პრეზიდენტმა 2 000 ლარი?



6-04-2021, 12:45

ორი შვილის დედას, ელენე განაიას მესტიაში ტურისტული მიზნით პატარა სახლები ჰქონდა აშენებული, რომლებიც 2021 წლის მარტში, დაეწვა.

მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

ხალხი მისთვის ფულად დახმარებას აგროვებდა, რათა პატარა სახლები აღედგინა და ოჯახი შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყო.

დღეს, ელენე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაეხმარა.

„პირადად, საერთოდ არ ვიცნობ ჩვენ პრეზიდენტს... სიტყვებს ვერ ვუყრი თავს... ან კი რა ვთქვა...

დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის...

არც კი ვიცი როგორ გაიგეთ ჩემი ამბავი...

ვამაყობ და მიხარია, მადლობა ქალური სოლიდარობისთვის, მადლობა ადამიანობისთვის.

იმედი მაქვს, მალე, პირადად გაგიცნობთ და პირადად გეტყვით მადლობას.

გელოდებით სვანეთში“... - წერს განაია.скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 519-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer