დღის ახალი ამბები

ტრანსპორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება ამ წუთებში გავრცელდა

ტრანსპორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება ამ წუთებში გავრცელდა



7-04-2021, 09:49

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება, თუმცა, თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს სიტუაციაზე დაკვირვება.

,,დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7-დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

წყარო: report.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 3 005-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer