დღის ახალი ამბები

რა შემთხვევაში დაწესდება ისევ შეზღუდვები და როდის გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

რა შემთხვევაში დაწესდება ისევ შეზღუდვები და როდის გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
31-07-2021, 13:34

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, შეზღუდვებზე საუბარი იქნება ეპიდვითარების გარკვეული კრიტიკული მაჩვენებლის დადგომის შემთხვევაში.

"ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა. უნდა დავაკვირდეთ, როგორი ტემპით განვითარდება მოვლენები. 8 ათასამდე სწოლი არის ის რაოდნეობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს. ჩვენი გამოცდილებით, ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევა იმართა ნოემბერ-დეკემბრეში. შემდეგ არსებობს გარკვეული რეზერვი, თუმცა გართულდება მართვის პროცესი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო ერთი კვირა იქნება კრიტიკული",- განაცხადა გაბუნიამ.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 233-ჯერ
კომენტარები
რეკლამა