დღის ახალი ამბები

ქვეყნდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ქართველ ქალს იტალიელი დამქირავებელი (ვიდეო)

ქვეყნდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ქართველ ქალს იტალიელი დამქირავებელი (ვიდეო)
3-08-2021, 18:31

სოციალურ ქსელში ქვეყნდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ექცევა იტალიელი ბებო, მომვლელ ქართველ ქალს.

„ნუთუ არ რცხვენია საქართველოს მთავრობას ასეთ დღეში რო ვართ, რამდენს ვიტანთ,  ამას თქვენ ხომ არ ხედავთ და კიდევ ემიგრანტებს გვლანძღავთ… ქართველი ამის ღირსი არაა“,- წერენ ქსელში.

გავრცელებულ ვიდეოს ემიგრანტების ნაწილისგან გაღიზიანება მოჰყვა, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ როდესაც მუშაობ და ადამიანი ვისაც უვლი არის დაავადებული ალცჰაიმერით, არ გაქვს უფლება მსგავსი ვიდეო გამოაქვეყნო.

ერთ-ერთი ემიგრანტი კი პრაიმტაიმთან განმარტავს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„უფლება არ აქვს გამოაქვეყნოს. ქალი ალცჰაიმერითაა ავად, რა ქნას. ამ შემთხვევაში ის ვალდებული იყო გამოეძახა მისი დამქირავებელი, ანუ ამ ქალის ოჯახის წევრები“,- განმარტავს ერთ-ერთი ემიგრანტი.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 602-ჯერ
კომენტარები
რეკლამა