დღის ახალი ამბები

თბილისმა ფეროშენადნობთა მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თბილისმა ფეროშენადნობთა მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
20-09-2021, 15:56

თბილისმა, 16-17 სექტემბერს, ფეროშენადნობთა მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც 100-მდე დელეგატი მსოფლიოს 17-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებოდა.
 
 კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. მან აღნიშნა, რომ ფეროშენადნობთა საერთაშორისო კონფერენცია, პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. "აღნიშნული კონფერენცია არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც მონაწილე კომპანიები, იქნება ეს მწარმოებლები, გადამამუშავებლები თუ ტრეიდერები განიხილავენ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.“ 

 ამასთან, ჯორჯიან მანგანეზის იურისტმა, ანა ჩიქოვანმა, კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. დელეგატებს, ასევე სიტყვით მიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თარაშ პაპასქუამ. 
 ფეროშენადნობთა საერთაშორისო კონფერენცია მედია პლატფორმა "Metal Expert-ის“ ინიციატივით ყოველწლიურად იმართება, რომლის პლატინიუმ სპონსორია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი“. 

#ჯორჯიანმანგანეზი #ფერო #საერთაშორისოკომფერენცია #metalexpertскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 226-ჯერ
კომენტარები
რეკლამა