დღის ახალი ამბები

საავტომობილო მოძრაობა სრულად იზღუდება - რა ინფორმაცია გავრცელდება ახლახანს ?

საავტომობილო მოძრაობა სრულად იზღუდება - რა ინფორმაცია გავრცელდება ახლახანს ?
27-11-2021, 08:40

თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს, რის გამოც 27-30 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ღამის 12-დან დილის 7 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

"შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტისთვის." - წერია განცხადებაში

წყარო: formulanews.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 2 316-ჯერ
კომენტარები
რეკლამა