"ტვ პირველმა" იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, რომელიც 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ისნის მეტროში სასტიკად უსწორდება.
"პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გომელაურის უწყების თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძეა ის პირი, ვინც, ახალგაზრდას თავში გამეტებით ურტყამს. მას ბრალი წამების და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე წაუყენეს.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ კახა ბაკაშვილს, რომელიც კოლეგის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს მდუმარედ უყურებდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლებენ.
ნუკრი ბაქრაძის მეზობლები მომხდარის გამო შოკირებულები არიან - მათი თქმით, ბაქრაძე შსს-ში 20 წელია მუშაობს. რაც შეეხება ბაკაშვილს, მის საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.
გომელაურის უწყების თანამშრომლებს სახლემწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბრალი უმძიმესი მუუხლებით წაუყენა.
tvpirveli.ge
დადგენილია იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც 17 წლის შშმ ბიჭი აწამა
25-01-2022, 11:45
გაზიარება
მოინახულეს 7 999-ჯერ
კომენტარები

15-05-2022 23:10
4 080
კრისტი ყიფშიძემ სითამამის საზღვარს გადააჭარბა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი ?
ვრცლად

07-05-2022 00:01
13 734
სოფო ნიჟარაძე ლაშა ნაკაიძესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები
ვრცლად

05-05-2022 18:56
6 090
აუ ეხლა გაა@ვი აქედან თორე მოგი@@ავ ყველაფერს.... გაა@@ვი აქედან... - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
ვრცლად

04-05-2022 22:47
23 374
"ადამიანს შვილი გარდაეცვალა და ხალხი იმას კითხულობს, ნეტა რა დააშავა ამ კაცმაო…" - ალექსანდრა პაიჭაძე
ვრცლად