დღის ახალი ამბები

"მისი მსგავსი მსოფლიო პოლიტიკოსი 100 წელიწადში ერთი იბადება"

"მისი მსგავსი მსოფლიო პოლიტიკოსი 100 წელიწადში ერთი იბადება"
23-10-2021, 08:56

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში იმყოფებოდა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აშკარაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ნათლად ვხედავ, როგორ ძალიან უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამას ვამჩნევ სახის შეფერილობით, საუბრით, ენერგიის კლებით. რა თქმა უნდა, მორალურად რჩება მყარად. მისი მსგავსი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, ალბათ 100 წელიწადში ერთხელ იბადება.

ვუახლოვდებით კრიტიკულ დღეებს და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ციხის კედლებში იმყოფება. ის და მისნაირი ადამიანები, იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ ციხეში ისხდნენ. რა თქმა უნდა, საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და ის უნდა იყოს თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, ექიმებმა უნდა იზრუნონ, რომ სააკაშვილი შესაბამისი პირობების კლინიკაში გადაიყვანონ.

„არ ვიცი, მომავალი შეხვედრისას რა მდგომარეობაში იქნება, ეს საშინელებაა“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

როგორც მან განმარტა, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მათი მხრიდან მონიტორინგი მიმდინარეობს.

წყარო: pia.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 987-ჯერ
კომენტარები
რეკლამა