მედიკოსების თქმით, ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის მნიშვნელოვანი გართულებები გამოვლინდა.
კორონავირუსის გართულებული ფორმა მხოლოდ 19 წლამდე პაციენტებში ფიქსირდება და მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ეწოდება.
ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, ონკოლოგიის რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ ის არასრულწლოვნებში ვირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ ვლინდება, აზიანებს ყველა სასიცოცხლოდ ორგანოს - მაგალითად გულის პარკუჭებს, ფილტვებს, თირკმელებს, იწვევს ორგანიზმში წნევის ვარდნას და ყველაზე ცუდ ვარიანტში შოკურ მდგომარეობას.
"თუ ბავშვი მოიხდის კოვიდს და ამის შემდეგ მას დაეწყება ცხელება, მუცლის გამოხატული ტკივილი, რომელიც ჰგავს აპენდიციტს, გულისრევა, ღებინება - ეს არ მივაწეროთ უბრალო ვირუსულ ფაღარათებს. როცა ბავში ავადდება კოვიდით, თუნდაც მან დაავადება მოიხადოს უსიმპტომოდ, დაავადების მოხდიდან დაახლოებით 2-6 კვირაში, ვლინდება ეს სიმპტომები. ზოგჯერ შესაძლოა დაავადების დაწყებისთანავეც იჩინოს თავი. აზიანებს ძალიან ბევრ ორგანოს. ზიანდება კანი, ზიანდება თირკმელები, ზიანდება თავის ტვინი. ამიტომაც ჰქვია მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ძალიან ზიანდება გულის მარცხენა პარკუჭი. სწორედ ის ადგილი, რომელიც ტუმბავს სისხლს და რომლის დაზიანების გამოც კუნთი ვეღარ ახერხებს სისხლის ტუმბვას, ამიტომ ძალიან ქვეითდება წნევა. იმდენად ზიანდება, რომ ვითარდება შოკი და ამ შოკის გამო ვერცერთი ორგანო ვეღარ იღებს სისხლს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ლეტალობა შემთხვევათა 2 პროცენტში. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია" - ამბობს ღოღობერიძე.
წყარო: report.ge
"ეს სინდრომი ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელსაც ჰყავს 0-დან 19 წლამდე შვილი, ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა"
15-01-2021, 11:51
კომენტარები

12-04-2021 15:08
1 659
ორი სიახლე, რომლებიც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას რამდენიმე წუთის წინ აცნობა - "დღეს საღამოს 9 საათიდან..."
ვრცლად

12-04-2021 14:34
222
ბედია შოუბიზნესის კლასტერზე: ბოდიში ეხლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ
ვრცლად

12-04-2021 12:42
788
"სამწუხაროდ, საკუთარ თავზეც გამოვცადე" - რა ვიდეოს აქვეყნებს კახა კალაძე უცხოეთიდან
ვრცლად

12-04-2021 12:23
4 451
ბევრის ტაკუნები და ფუჩუნები იწვის, რომ გაიგოს... - ია ფარულავა საყვარლის შესახებ (ვიდეო)
ვრცლად