დღის ახალი ამბები

დაიკელით 4 დღეში ახალ წელს მომატებული ზედმეტი კილოგრამები

დაიკელით 4 დღეში ახალ წელს მომატებული ზედმეტი კილოგრამები
22-01-2021, 11:59

ახალი წლის დღეებში მომატებული წონის დაკლება რთულია. მაგრამ, თუ სილამაზეზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მსხვერპლის გაღებაცაა საჭირო. თუმცა ეს დიეტა, სულაც არ ითხოვს თქვენგან მსხვერპლს. უბრალოდ, ნებისყოფა გამოიჩინეთ და ადვილად მოიშორებთ აკრეფილ ზედმეტ წონას. დიეტა ეფექტურია და ის ორგანიზმს ზიანსაც არ მიაყენებს.

პირველი დღე
საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი დაბალცხიმიანი ყველი, 1 ნაჭერი შავი პური.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 150 გრამი ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: 150 გრამი ბოსტნეულის სალათა, 1 ჭიქა კეფირი.
მეორე დღე
საუზმე: 2 ნაჭერი ყველი, 150 გრამი კიტრისა და პომიდვრის სალათა, 1 ნაჭერი შავი პური.
სადილი: ქათმის ბულიონი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: 150 გრამი თევზი, 1 ნაჭერი შავი პური, უშაქრო ჩაი.
მესამე დღე
საუზმე: 2 ცალი საქონლის მოხარშული სოსისი, 1 ნაჭერი შავი პური.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
ვახშამი: 100 გრამი წიწიბურას ფაფა, უშაქრო ჩაი.
მეოთხე დღე
საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ხორცი, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: 1 ულუფა ბოსტნეულის წვნიანი, 150 გრამი ისპანახის ფხალი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული საქონლის სოსისი, 1 ნაჭერი შავი პური, უშაქრო ჩაი.
და, რაც მთავარია, ბევრი იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე, სვით სითხე და დილა-საღამოს მსუბუქად ივარჯიშეთ სახლის პირობებში.

წყარო: tbiliselebi.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 768-ჯერ
კომენტარები
რეკლამა