დღის ახალი ამბები

რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?

რა მოხდება, თუკი უზმოზე წყლის სმას წესად აქცევთ?
22-01-2021, 20:12

ეს იაპონელი ქალების მარადიული ახალგაზრდობის, უნაკლო „ფაიფურის კანის“ და მოხდენილი ფიგურის საიდუმლოა. უზმოზე წყლის დალევაა – ამ მარტივ იაპონურ რიტუალს, მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, ჯანმრთელობისა და სილამაზის თვალსაზრისით, ბრწყინვალე შედეგები აქვს.

💧 როგორც კი დილაობით წყლის სმას დაიწყებთ, რამდენიმე დღეში თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ. აშკარად იგრძნობთ, რომ თქვენი სხეული იწმინდება.

💧 გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ უზმოზე 0,5 ლიტრი წყლის დალევა (!) სიმშვიდის მდგომარეობაში მეტაბოლიზმს საათში 10-30% -ით ზრდის!

💧 გარდა იმისა, რომ უზმოზე წყლის დალევა აძლიერებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და მოქმედებს როგორც მადის დამთრგუნველი საშუალება.

💧 მას შემდეგ, რაც დილით წყლის დალევას მიეჩვევით, გულძმარვის პრობლემა გაქრება და ყოველი ჭამის შემდეგ დისკომფორტს აღარ იგრძნობთ.

💧 როგორც კი უზმოზე წყლის სმას ცხოვრების წესად აქცევთ, სახეზე ნაოჭები შემცირდება და კანი უფრო ჯანმრთელ და ახალგაზრდულ იერს მიიღებს. კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და ის, ძირითადად, წყლისგან შედგება. თუ კანს საკმარისი ოდენობის წყალი არ მიეწოდება, ის შრება, იქერცლება და დაბერებას იწყებს.

💧 უზმოზე წყლის დალევა თმის ზრდასაც ეხმარება და თმის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. თავის კანი გაცილებით ჯანსაღი ხდება და ნაკლებად შეგექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიმშრალე, ქავილი ან ქერტლი.

💧 წყალი სხეულის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას და, შესაბამისად, სხეულის სისტემების გამართულ მუშაობას ეხმარება.

💧 წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

💯 ასე რომ, იაპონელი ქალების ამ მარტივ რიტუალს ნამდვილად სასწაულის მოხდენა შეუძლია.
აუცილებლად სცადეთ!
 
წყარო: funtime.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 996-ჯერ
კომენტარები
რეკლამა