დღის ახალი ამბები

ზესტაფონელმა კაცმა მეგობარ ქალს სექსუალური შევიწროვებისთვის უჩივლა

ზესტაფონელმა კაცმა მეგობარ ქალს სექსუალური შევიწროვებისთვის უჩივლა
16-11-2020, 18:35

ცოტახნის წინ ქართულ მედიაში ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა. ზესტაფონის პოლიცია იძიებს 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცის, მიმართ სავარაუდო, იძულების, ადევნებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტს.

გამოძიება იძულების მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცმა განაცხადა, რომ ქალი მის სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ პარტნიორი მასთან არ მივიდოდა და ურთიერთობას არ აღადგენდა.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ქალი: ”როგორც მეუღლე ისე მყავდა, ვურეცხავდი, ვუსუფთავებდი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სინამდვილეში ჩემთან გამოძალვის გამო იყო. რაც შეეხება ვითომ სახლში შეჭრას, თუ იქ შევედი, ნამდვილად არ ვთვლიდი, რომ სხვისი სახლი იყო, რადგან ბევრი მოწმეა და ყველა იტყვის, რომ ერთად ვცხოვრობდით, როგორც ცოლ-ქმარი“ – ამბობს ქალი, რომელსაც მამაკაცი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს…

скачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 517-ჯერ
კომენტარები
რეკლამა