დღის ახალი ამბები

"პატრულმა ჯერ დამაჯარიმა, არ გასულა 20 წუთი და ფბში მწერს ამხელა აყლაყუდა ცოლიანი კაცი... თურმე სამსახურებრივ მდგომარეობას მაგრად იყენებს" - ია ბიგვავა

"პატრულმა ჯერ დამაჯარიმა, არ გასულა 20 წუთი და ფბში მწერს ამხელა აყლაყუდა ცოლიანი კაცი... თურმე სამსახურებრივ მდგომარეობას მაგრად იყენებს" - ია ბიგვავა
18-11-2020, 09:51

მოქალაქე ია ბიგვავას თქმით, სამარშუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას პირბადის არქონის გამო ის პატრულმა დააჯარიმა, შემდეგ კი ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა.

ია ბიგვავას აღნიშნავს, რომ ბრონხიტი აწუხებს და სწორედ ამიტომ ზაში მგზავრობისას, რამდენიმე წუთით მოიხსნა პირბადე.
ახალგაზრდა ქალის მონაყოლის თანახმად, როცა პატრულმა გააჩერა მანქანა, მას უკვე ჰქონდა პირბადე, თუმცა მაინც დააჯარიმა და უთხრა, რომ ჯანმრთელობის ცნობა უნდა ჰქონდეს.
"წამოვედით, არ გასულა 20 წუთი და ფბ-ში მწერს, შევდივარ გვერდზე და ამხელა აყლაყუდა ცოლიანი კაცი ყოფილა და აქ რა დღეშია. რა თქმა უნდა არ ვპასუხობ სმს-ზე. თურმე სამსახურებრივ მდგომარეობას მაგრად იყენებს", - დაწერა მოქალაქემ ფეისბუკზე.
ბიგვავა პატრულ-ინსპექტორის ვინაობასაც ასახელებს. მისი თქმით, საუბარია თენგიზ ყოლბაიაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.
 
შენიშვნა - ფოტოსურათი მითითებულია თემატურად

წყარო: itar.geскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 2 510-ჯერ
კომენტარები
რეკლამა